ალინა ურუშაძე

ქართველმა მოციგურავე გოგონამ თურქეთში საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლი მოიპოვა

84
(განახლებულია 10:34 03.12.2019)
15 წლის ქართველი მოციგურავე გოგონა ალინა ურუშაძე საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას წარმატებით განაგრძობს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე თურქეთში საერთაშორისო ტურნირის Bosphorus Istambul cup-2019 გამარჯვებული გახდა, იუწყება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.

ალინამ 156,91 ქულა მიიღო. ის ლიდერთა შორის უკვე მოკლე პროგრამის შემდეგ მოხვდა, მაგრამ თავისუფალი პროგრამის შემდეგ თავისი მაჩვენებლები კიდევ გააუმჯობესა. პირველი ადგილი ავსტრიელმა ოლგა მიკუტინამ დაიკავა (166.56). მესამეზე მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი გრუზიდე ირმაკ ბაიირი გავიდა.

სტამბულის ყოველწლიურ ტურნირში 12 ქვეყნიდან 19 მოციგურავე მონაწილეობდა.

ალინა ურუშაძე 15 წლისაა. წელს ის Volvo Open Cup 2019 ტურნირის ბრინჯაოს მფლობელი გახდა. გასულ წელს ვერცხლი აიღო სტამბულის თასსა და პრაღის თასზე. მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის 2019 წელს მან მე-11 ადგილი დაიკავა.

84
თემები:
სპორტის ამბები (1176)
საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სოფელში

ვინ იასპარეზებს საქართველოდან ტოკიოს ოლიმპიადაზე 27 ივლისს

37
(განახლებულია 17:13 26.07.2021)
საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე 27 ივლისს ორი სპორტსმენი წარმოადგენს - ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი

ტატო გრიგალაშვილი - ძიუდო (-81 კგ)

Большой шлем по дзюдо - Тато Григалашвили на татами
© Sputnik / STRINGER
ტატო გრიგალაშვილი

ტატო გრიგალაშვილი სულ 21 წლისაა, მაგრამ მსოლფიოს უძლიერეს ძიუდოისტებს შორის უკვე მესამე ადგილი უკავია.

ლოგიკურია ვარაუდი, რომ ქართველი ძიუდოისტი მედლის ერთ-ერთი პრეტენდენტია თავის კარიერაში პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, განსაკუთრებით თუ მის ბოლო სეზონების შედეგებს გადავხედავთ.

გრიგალაშვილი 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსებს შორის. ამას სპორტსმენმა დიუსელდორფის „დიდი სლემის" გამარჯვებაც დაამატა.

მიმდინარე სეზონში გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიგო მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, ბრინჯაო თბილისის „დიდ სლემზე" და პირველი ადგილი მიიღო დოჰას „მასტერსზე".

ესკერხან მადიევი - კრივი (-69 კგ)

Участник Олимпиады в Токио боксер Эскерхан Мадиев
ესკერხან მადიევი

ესკერხან მადიევი ტოკიოს ოლიმპიადაზე 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ბრძოლას გამართავს. 1/16 ფინალში ქართველი სპორტსმენის ოპონენტი უგანდელი შადირ ბვოგო იქნება.

37
თემები:
სპორტის ამბები (1176)
ლაშა შავდათუაშვილი

ლაშა შავდათუაშვილს ტოკიოში მიღწეული წარმატება ქვეყნის პირველმა პირებმა მიულოცეს

47
(განახლებულია 16:54 26.07.2021)
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მედალი მიულოცა.

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენისთვის მის კარიერაში ეს მესამე ოლიმპიადა და მესამე მედალია. წინა ორ ოლიმპიადაზე მას ოქრო და ბრინჯაო აქვს მოგებული

„კიდევ ერთი მედალი! საქართველო ამაყობს", – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.

ლაშა შავდათუაშვილს ვერცხლის მედალი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს", – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქართველმა ძიუდოისტმა ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ფინალში შავდათუაშვილმა დამატებით დროში იაპონელ ონო სოჰეისთან წააგო.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალური ორთაბრძოლა საკმაოდ აქტიურად ჩაატარა, მეტოქე აიძულა, ორი შიდო მიეღო პასიურობისთვის. თუმცა მეხუთე წუთზე ონო აქტიურად ჩაერთო ბრძოლაში და ოქროც მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და 2016 წლის რიოს ოლიმპიადის პრიზიორია (ბრინჯაო).

ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის სამი დღის შემდეგ საქართველოს ანგარიშზე ორი ვერცხლის მედალია. უფრო ადრე ვერცხლი ერგო ძიუდოისტ ვაჟა მარგველაშვილს (-66).

47
ატამი

ატმისა და ვაშლატამას მზარდი ექსპორტი: გამოქვეყნდა სამი თვის მონაცემები

0
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის” პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურები

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით საქართველოდან 16.9 მლნ აშშ დოლარის 18.9 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სეზონის დაწყებიდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935 ტონა) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).

ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთელი სეზონის განმავლობაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის" პრინციპით.

წელს ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, შარშანდელი 23-ის ნაცვლად, 36 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. სამაცივრე მეურნეობებში ატმის ჩაბარების ფასი 1 ლარიდან 1,4 ლარამდეა, ხოლო ვაშლატამასი – 1,8 ლარამდე.

2020 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 23,4 ათას ტონაზე მეტი ატამი გავიდა, აქედან მოსავლის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი რუსეთში. პროდუქციის ექსპორტი ასევე ხორციელდებოდა უკრაინაში, ყაზახეთში, ერაყში, ირანში, ბელარუსში, მოლდოვასა და კატარში.

0