რაგბი

ქუთაისი შვიდკაცა რაგბიში ევროპის გრან-პრის უმასპინძლებს

18
(განახლებულია 15:53 02.12.2019)
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის სიტყვებით, ასეთი მასშტაბის ტურნირის გამართვა მნიშვნელოვანია არა მარტო სპორტული, არამედ ტურისტული თვალსაზრისით.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თორმეტწლიანი შესვენების შემდეგ საქართველო კვლავ უმასპინძლებს ქალთა და მამაკაცთა შორის შვიდკაცა რაგბიში ევროპის გრან-პრის, ნათქვამია საქართველოს რაგბის ეროვნული ფედერაციის განცხადებაში.

პრესტიჟულ ტურნირს ქუთაისი მიიღებს. თამაშები 13 და 14 ივნისს "აია არენას" ახალ სარაგბო ბაზაზე ჩატარდება.

როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ განაცხადა, ტურნირის გამართვა მნიშვნელოვანია არა მარტო სპორტული, არამედ ტურისტული თვალსაზრისით.

"მინდა მივულოცო ქართული რაგბის ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით ქუთაისელებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი ტურნირის მასპინძლობის უფლების მოპოვება. ქვეყნისთვის, მისი ტურისტული პოტენციალის ამაღლებისთვის ეს ძალიან კარგია. ქუთაისის აეროპორტიდან იაფი და პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის არაერთ ქალაქში. ტურნირზე ჩამოსული სპორტსმენები და გულშემატკივრები არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მარტვილის და ოკაცეს კანიონებს დაათვალიერებენ, გაეცნობიან წყალტუბოს პოტენციალს, რაც სპორტსმენებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება", – განაცხადა სვანიძემ.

მისი განმარტებით, საქართველოში ძალიან კარგი მამაკაცთა და ქალთა ნაკრებები ჩამოდიან, რაც შვიდკაცა რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, საქართველოს შვიდკაცამ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ვერ შეძლო.

18
თემები:
სპორტის ამბები (757)
თბილისის „საბურთალო“ - გორის „დილა“

დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

400
(განახლებულია 20:43 10.08.2020)
კენჭისყრის შედეგად ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, „ლოკომოტივი“ კი სახლში ითამაშებს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამივე ქართულმა გუნდმა 2020/2021 სეზონის უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტყო – კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდება „აპოელს“ ბეერ-შოვიდან (ისრაელი), თბილისის „ლოკომოტივი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ გამართავს.

შემჭიდროებული რეგლამენტის გამო ყოველი წყვილის გამარჯვებული თითო შეხვედრის შედეგად გამოვლინდება. ევროლიგის ყველა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ითამაშებენ, „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს სახლში უმასპინძლებს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

400
თემები:
სპორტის ამბები (757)
თბილისის „დინამო

ცნობილია თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგაში

145
(განახლებულია 18:40 09.08.2020)
უეფას ახალი რეგულაციებითა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტით, გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის „ტირანას“ შეხვდება. კენჭისყრა უეფას შტაბ–ბინაში – ნიონში გაიმართა.

მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

უეფას ახალი რეგულაციებისა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტის თანახმად გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება. თუ გამარჯვებული მატჩის ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, დაინიშნება 30–წუთიანი დამატებითი დრო. თუ ამის შემდეგაც ფრე ანგარიში იქნება, მაშინ გუნდის შემდეგ რაუნდში გადასვლას პენალტები გადაწყვეტს.

გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წააგებს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდება.

უეფამ თარიღები დაადგინა: საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩები უეფას ერთა ლიგაში – ცხრილი>>

ასევე უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი და მათ შორის, თბილისშიც, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

145
თემები:
სპორტის ამბები (757)
ნინა სუბლატი

„ჩემს შვილს საოცარი პროფილი აქვს“ - ნინა სუბლატი ფოტოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 15:20 31.07.2020)
მომღერალი ნინა სუბლატი ორსულობას რამდენიმე თვე მალავდა. ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შვილის ფოტოც გაუზიარა.

მუსიკოსების ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში „ბეიბი-ბუმი“ დაიწყო. პოპულარული არტისტები მალე მშობლები გახდებიან. ნინა სუბლატმა ორი თვის წინ გაამხილა საიდუმლო. მომღერალი რამდენიმე თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მომღერალს ეს მდგომარეობა განსაკუთრებულად უხდება. წამოზრდილი მუცელი მის ტანს უფრო მეტად ამშვენებს. სურათმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

View this post on Instagram

👀

A post shared by Nina Sublatti (@ninasublatti) on

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის ემზადება. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს.

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს - დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი დაოჯახებულია. მისი რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება