ბექა ღვინიაშვილი

ქართველმა ძიუდოისტმა იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი აიღო

123
ღვინიაშვილის მედალი იაპონიაში საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი აღმოჩნდა - დანარჩენი სამი ძიუდოისტი ბრძოლას ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი სლემის“ სერიის პრესტიჟულ დასკვნით ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ღვინიაშვილმა სძლია უზბეკ სპორტსმენ დავლატ ბობონოვს. ფინალამდე ბექამ არ დაუტოვა არცერთი შანსი ჩინელ სპორტსმენ ჰებილიგე ბუს, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელს მასიუ ბეიკერს, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, აზერბაიჯანელ მამედალი მეჰდიევს და იაპონელ კენტ ნაგასავას.

სამწუხაროდ, ბექას ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის იაპონიაში მიმდინარე ტურნირზე ერთადერთი იყო. ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი ტურნირს საწყის ეტაპზე გამოეთიშნენ.

ტურნირი ოსაკაში დღეს, 24 ნოემბერს დასრულდება.

123
თემები:
სპორტის ამბები (757)
თბილისის „საბურთალო“ - გორის „დილა“

დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

400
(განახლებულია 20:43 10.08.2020)
კენჭისყრის შედეგად ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, „ლოკომოტივი“ კი სახლში ითამაშებს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამივე ქართულმა გუნდმა 2020/2021 სეზონის უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტყო – კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდება „აპოელს“ ბეერ-შოვიდან (ისრაელი), თბილისის „ლოკომოტივი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ გამართავს.

შემჭიდროებული რეგლამენტის გამო ყოველი წყვილის გამარჯვებული თითო შეხვედრის შედეგად გამოვლინდება. ევროლიგის ყველა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ითამაშებენ, „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს სახლში უმასპინძლებს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

400
თემები:
სპორტის ამბები (757)
თბილისის „დინამო

ცნობილია თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგაში

145
(განახლებულია 18:40 09.08.2020)
უეფას ახალი რეგულაციებითა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტით, გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის „ტირანას“ შეხვდება. კენჭისყრა უეფას შტაბ–ბინაში – ნიონში გაიმართა.

მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

უეფას ახალი რეგულაციებისა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტის თანახმად გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება. თუ გამარჯვებული მატჩის ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, დაინიშნება 30–წუთიანი დამატებითი დრო. თუ ამის შემდეგაც ფრე ანგარიში იქნება, მაშინ გუნდის შემდეგ რაუნდში გადასვლას პენალტები გადაწყვეტს.

გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წააგებს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდება.

უეფამ თარიღები დაადგინა: საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩები უეფას ერთა ლიგაში – ცხრილი>>

ასევე უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი და მათ შორის, თბილისშიც, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

145
თემები:
სპორტის ამბები (757)
საკლასო ოთახი

სწავლა შაბათობითაც იქნება? 15 სექტემბერს თითქმის შვიდი თვის შემდეგ სკოლის ზარი დაირეკება

0
(განახლებულია 15:09 14.08.2020)
განათლების სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ მხოლოდ  I-IV კლასის მოსწავლეებისთვის განსაზღვრა

თბილისი, 14 აგვისტო - Sputnik. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, ნათქვამია  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როდის განახლდება სააღმზრდელო პროცესი თბილისის ბაგა-ბაღებში>>

დღეს ცნობილი გახდა ის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებისთვის შეიმუშავა. სწორედ არსებული რეკომენდაციების საფუძველზე განახლდება საქართველოს 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს.

განათლების სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.

რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია, შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი დანერგოს.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.

შერეული სწავლების მოდელი სკოლის ადმინისტრაციამ  განათლების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან უნდა შეათანხმოს.

განათლების სამინისტრო ყველა სკოლას საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით, დაგეგმოს სასწავლო პროცესი. კერძოდ,  სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინიმუმ 30-წუთიანი გაკვეთილები);
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ);
  • განსაზღვრონ და მოქნილი ორგანიზება გაუკეთონ ცვლებს;
  • საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
  • სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე.

სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის პანდემიის გამო 2 მარტს შეჩერდა. სწავლის განახლების ვადა სამჯერ გადაიტანეს. 24 აპრილს კი პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები მუშაობას სექტემბრამდე არ აღადგენდენ.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში