მოსფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა

271
დაუჯერებელია, მაგრამ ასეა: დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სენიორებს შორის პირველობაზე ქალთა შორის კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პირველობა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 ნოემბერს დაიწყო.

ვეტერანი მოჭადრაკეები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ორ ასაკობრივ კატეგორიაში: +50 და +65. ტურნირში მსოფლიოს 58 ქვეყნის 366 მოჭადრაკე ასპარეზობდა. გაფრინდაშვილმა შესანიშნავი შედეგი - 8,5 ქულა აჩვენა.

როგორც ცნობილია, ნონა გაფრინდაშვილმა სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მეშვიდედ მოიგო. ამ ტიტულის მფლობელი ქართველი დიდოსტატი 1995, 2009, 2014-2016 და 2018 წლებში გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია (1962 - 1978 წწ.). იგი იყო პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის და პირველი ქალი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1982 წელს გახდა „საჭადრაკო ოსკარის“ პირველი მფლობელი.

ნონა გაფრინდაშვილი 78 წლისაა. ჭადრაკის თამაში მან ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო. 12 წლიდან თბილისის პიონერთა სასახლეში გამოცდილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. 15 წლისა გახდა თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი.

სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში 24 ნოემბერს დასრულდება.

271
თემები:
საქართველოს სიამაყე (64)
თბილისის „საბურთალო“ - გორის „დილა“

დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

400
(განახლებულია 20:43 10.08.2020)
კენჭისყრის შედეგად ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, „ლოკომოტივი“ კი სახლში ითამაშებს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამივე ქართულმა გუნდმა 2020/2021 სეზონის უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტყო – კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდება „აპოელს“ ბეერ-შოვიდან (ისრაელი), თბილისის „ლოკომოტივი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ გამართავს.

შემჭიდროებული რეგლამენტის გამო ყოველი წყვილის გამარჯვებული თითო შეხვედრის შედეგად გამოვლინდება. ევროლიგის ყველა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ითამაშებენ, „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს სახლში უმასპინძლებს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

400
თემები:
სპორტის ამბები
თბილისის „დინამო

ცნობილია თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგაში

145
(განახლებულია 18:40 09.08.2020)
უეფას ახალი რეგულაციებითა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტით, გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის „ტირანას“ შეხვდება. კენჭისყრა უეფას შტაბ–ბინაში – ნიონში გაიმართა.

მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

უეფას ახალი რეგულაციებისა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტის თანახმად გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება. თუ გამარჯვებული მატჩის ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, დაინიშნება 30–წუთიანი დამატებითი დრო. თუ ამის შემდეგაც ფრე ანგარიში იქნება, მაშინ გუნდის შემდეგ რაუნდში გადასვლას პენალტები გადაწყვეტს.

გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წააგებს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდება.

უეფამ თარიღები დაადგინა: საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩები უეფას ერთა ლიგაში – ცხრილი>>

ასევე უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი და მათ შორის, თბილისშიც, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

145
თემები:
სპორტის ამბები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა

როგორია COVID-19–ის რუსული ვაქცინით დაინტერესება მსოფლიოში ქვეყნის ჯანდაცვა

0
(განახლებულია 14:44 14.08.2020)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის რუსული ვაქცინის მიმართ „პრაქტიკული ინტერესი“ 20–ზე მეტმა სახელმწიფომ გამოიჩინა

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მოთხოვნა ახალი რუსული ვაქცინის შეძენაზე საზღვარგარეთიდან ძალიან ბევრია, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმს მიხაილ მურაშკომ.

„ჯერ არაფერს ვყიდით... პირველ რიგში, ვაქცინის რაოდენობა ახლა, პირველ რიგში, შიდა ბაზრისთვის უნდა გავზარდოთ“, – განაცხადა მინისტრმა, იუწყება РИА Новости.

მურაშკოს თქმით, პრეპარატი ჯერ უნდა წარუდგინონ მათ, ვინც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მუშაობს და ასევე რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს.

 „პირველ ვაქცინას ამ თვეში მიიღებენ. ვგეგმავთ ყველა რეგიონში გაგზავნას, რომ ადამიანებმა დაინახონ. წარმოება უკვე დაიწყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

უფრო ადრე მურაშკომ დააანონსა პრეპარატების კლინიკურამდე და კლინიკური კვლევების შესახებ მონაცემების პუბლიკაცია. მან აღნიშნა, რომ კრიტიკა საზღვარგარეთიდან, ძირითადად, „არასრულ მონაცემებს“ უკავშირდება და დასძინა, რომ ყველამ არ იცის, რომ „ვაქცინა გამოშვებულია პლატფორმაზე, რომელმაც უკვე შექმნა ექვსი პროდუქტი“.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა პირველმა დაარეგისტრირა COVID-19–ის პროფილაქტიკის პრეპარატი. ვაქცინას „სპუტნიკ V“ ეწოდა.

0
თემები:
რუსეთი დღეს