ლაშა შავდათუაშვილი

ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში მედლებისთვის იბრძოლებენ

71
(განახლებულია 21:29 21.11.2019)
23 ნოემბრის ტურნირზე ტატამზე გამოვა ლაშა შავდათუაშვილი, 24 ნოემბერს კი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ოთხი ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობას მიიღებს „დიდი სლემის“ სერიის პრესტიჟულ დასკვნით შეჯიბრში, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22 ნოემბერს გაიხსნება.

73 კგ–მდე წონით კატეგორიაში მედლისთვის იბრძოლებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. იგი ტურნირს მეორე წრიდან შეუერთდება და შეხვდება არატ ტაცუკავასა (იაპონია) და ედუარდო არაუხოს (მექსიკა) წყვილის გამარჯვებულს.

90 კგ–მდე წონით კატეგორიაში ტატამზე გამოვა საქართველოს ორი წარმომადგენელი – ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც პირველივე წრეზე შეხვდება იაპონელ სანსირო მურაოს, და ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ტურნირს მეორე წრეზე შეუერთდება.

100 კგ–მდე წონით კატეგორიაში საქართველოს შეჯიბრზე წარადგენს გუნდის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც ბრძოლაში ასევე მეორე წრეზე ჩაერთვება და დაუპირისპირდება ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვეშს.

ქართველი სპორტსმენები ტატამზე 23 და 24 ნოემბერს გავლენ. შეჯიბრის ფინალური ნაწილი თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

ტურნირი ოსაკაში 24 ნოემბრამდე გასტანს. მასში მსოფლიოს 87 ქვეყნის 486 სპორტსმენი მონაწილეობს.

71
თემები:
სპორტის ამბები (722)
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

209
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

209
თემები:
სპორტის ამბები (722)
ახალი სტადიონი ბათუმში

ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა - ფოტო

580
(განახლებულია 12:02 04.07.2020)
სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ადგილას მდებარეობს და მისი მშენებლობის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

Строительство нового стадиона в Батуми - вид сверху
ახალი სტადიონი ბათუმში

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული არენა 20000 მაყურებელზეა გათვლილი.

ახალი სტადიონის საძირკველი 2018 წლის დასაწყისში ჩაიყარა. პროექტის ღირებულება თითქმის 100 მილიონ დოლარს შეადგენს. სტადიონი მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ ადგილას, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ძველი სტადიონი ბათუმში 2006 წელს დაანგრიეს, მას მერე ქალაქს სტადიონი არ აქვს. ახალი ობიექტის მშენებლობისთვის რამდენიმე ტენდერი ჩაიშალა, ასევე რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი.

580
თემები:
სპორტის ამბები (722)
სასწრაფო დახმარება რუსეთში

რუსეთში COVID-19-ზე 21 მილიონზე მეტი ტესტი ჩატარდა

0
(განახლებულია 17:47 05.07.2020)
ერთ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსზე 317 ათასი ტესტი ჩატარდა და ქვეყნის 83 რეგიონში 6760 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. რუსეთში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 21 069 457 ტესტი, იუწყება „როსპოტრებნადზორის“ პრესსამსახური.

ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 280 347 ადამიანი იმყოფება.

ერთ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსზე 317 ათასი ტესტი ჩატარდა და ქვეყნის 83 რეგიონში 6760 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 2167 (32,1%) შემთხვევა კლინიკური გამოვლინებების გარეშეა.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 134 ადამიანი, 3,8 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკებიდან.

პანდემიის პერიოდში რუსეთში კორონავირუსი დაუდგინდა 681 251 ადამიანს, აქედან გარდაიცვალა 10 161 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 450 750.

ჯანმოს სტატისტიკით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 10,9 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 523 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში