საქართველოს ფეხბურთის ნაკრები

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები წლის ბოლო მატჩში ხორვატიასთან დამარცხდა

60
(განახლებულია 13:26 20.11.2019)
ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიში პირველი ტაიმის დასაწყისშივე გახსნეს, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩი ხორვატიის ნაკრებთან წააგო ანგარიშით 1:2. შეხვედრა ხორვატიის ქალაქ პულში გაიმართა.

ხორვატები პირველივე წუთებიდან აქტიურები იყვნენ და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ანგარიში მე-16 წუთზე კონტრშეტევისას ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს – გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა.

ხორვატებმა ანგარიში ხუთ წუთში გაათანაბრეს – გურამ კაშიამ მეტოქის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარ კარში გადაამისამართა. შედეგად შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 1:1.

მეორე ტაიმი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. 58-ე წუთზე ივან პერიშიჩმა თავური დარტყმით გოლი გაიტანა და თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გასული მატჩი მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო იყო. საქართველოს ნაკრები 2020 წელს დაიწყებს უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას, სადაც EURO-2020-ზე საგზურები გათამაშდება.

60
თემები:
სპორტის ამბები (757)
თბილისის „საბურთალო“ - გორის „დილა“

დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

399
(განახლებულია 20:43 10.08.2020)
კენჭისყრის შედეგად ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, „ლოკომოტივი“ კი სახლში ითამაშებს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სამივე ქართულმა გუნდმა 2020/2021 სეზონის უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტყო – კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდება „აპოელს“ ბეერ-შოვიდან (ისრაელი), თბილისის „ლოკომოტივი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ გამართავს.

შემჭიდროებული რეგლამენტის გამო ყოველი წყვილის გამარჯვებული თითო შეხვედრის შედეგად გამოვლინდება. ევროლიგის ყველა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ითამაშებენ, „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს სახლში უმასპინძლებს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

399
თემები:
სპორტის ამბები (757)
თბილისის „დინამო

ცნობილია თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგაში

145
(განახლებულია 18:40 09.08.2020)
უეფას ახალი რეგულაციებითა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტით, გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. თბილისის საფეხბურთო კლუბი „დინამო“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020/2021 წლის სეზონის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ალბანეთის „ტირანას“ შეხვდება. კენჭისყრა უეფას შტაბ–ბინაში – ნიონში გაიმართა.

მატჩი 18 ან 19 აგვისტოს თბილისში „დინამო არენაზე“ ჩატარდება.

უეფას ახალი რეგულაციებისა და ტურნირის შემცირებული რეგლამენტის თანახმად გამარჯვებული ერთი თამაშის შედეგით გამოვლინდება. თუ გამარჯვებული მატჩის ძირითად დროში ვერ გამოვლინდება, დაინიშნება 30–წუთიანი დამატებითი დრო. თუ ამის შემდეგაც ფრე ანგარიში იქნება, მაშინ გუნდის შემდეგ რაუნდში გადასვლას პენალტები გადაწყვეტს.

გუნდი, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში წააგებს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მოხვდება.

უეფამ თარიღები დაადგინა: საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მატჩები უეფას ერთა ლიგაში – ცხრილი>>

ასევე უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მატჩი და მათ შორის, თბილისშიც, მაყურებლის გარეშე გაიმართება.

145
თემები:
სპორტის ამბები (757)
კორონავირუსის პანდემია

კორონავირუსი მსოფლიოში 14 აგვისტოს მონაცემები

0
(განახლებულია 11:12 14.08.2020)
ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით დაინფიცირდა 276 389 ადამიანი და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 20,5 მილიონს მიუახლოვდა.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 14 აგვისტოს დილისთვის 20 439 814 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 744 385, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 10 950 220 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 668 652. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 276 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 6 933 ადამიანი.

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 20 764 220 შემთხვევა და გარდაცვლილია 752 893 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1306 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში