ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის ჩემპიონია

© European Chess Club Cupევროპის კლუბური თასის გათამაშების პრიზები ჭადრაკში
ევროპის კლუბური თასის გათამაშების პრიზები ჭადრაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმური კლუბის მოჭადრაკეები უკვე მეოთხედ გახდნენ უძლიერესნი ევროპაში და ამ მაჩვენებლით კონტინენტზე მეორე ადგილი უკავიათ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის ქალთა საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის კლუბური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩემპიონატი მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში გაიმართა.

ფინალურ ტურში „ნონამ" ყაიმით დაასრულა შეხვედრა რუს სპორტსმენებთან – სანქტ-პეტერბურგის ჭადრაკისა და შაშის სპორტული სკოლის წარმომადგენლებთან. სულ ბათუმის კლუბმა შვიდი მატჩი ჩაატარა. აქედან „ნონამ" ოთხჯერ გაიმარჯვა, ხოლო სამი ყაიმით დასრულდა.

მთლიანობაში ქართველმა მოჭადრაკეებმა 11 ქულა დააგროვეს.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ბათუმში  - Sputnik საქართველო
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულმა გუნდმა Kyiv Chess Federation (10 ქულა), ხოლო მესამე – გუნდმა მონაკოდან Cercle d'Echecs (10 ქულა). სულ ევროპის ჩემპიონობისთვის 14 გუნდი იბრძოდა.

მონტენეგროში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ბათუმის კლუბის ორი მუდმივი წევრი – ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია, ასევე საქართველოს ნაკრების მოწვეული მოჭადრაკეები – ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი.

„ნონა" ევროპის კლუბური ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე მეოთხედ გახდა. ამ მაჩვენებლით გუნდს მეორე ადგილი უკავია. კლუბურ პირველობაში ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მონტე-კარლოს გუნდს.

ყველა ახალი ამბავი
0