მორის ყვითელაშვილი

ქართველმა მოციგურავემ მოსკოვის ტურნირზე თავის კარიერაში საუკეთესო ქულები მიიღო

89
(განახლებულია 12:56 18.11.2019)
მოსკოვში ფიგურულ სრიალში გრან-პრის მეხუთე ეტაპზე ქართველმა მოციგურავემ 12 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვში საერთაშორისო ტურნირზე ISU შესრულებული თავისუფალი პროგრამისთვის ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა 161.72 ქულა მიიღო, რაც მოციგურავის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ მორისს 80.27 ქულით მეცხრე ადგილი ეკავა. შეჯიბრების ფინალურ დღეს მოციგურავემ თავისი ძლიერი მხარეების ჩვენება შეძლო და მაჩვენებელი გააუმჯობესა. შედეგად ყვითელაშვილმა დააგროვა 237.59 ქულა და გრან-პრის მეხუთე ეტაპზე საბოლოო მეშვიდე ადგილი დაიკავა.

პირველი სამი ადგილი ტურნირზე რუსეთის წარმომადგენლებმა აიღეს. ესენი არიან ალექსანდრ სამარინი, დმიტრი ალიევი და მაკარ იგნატოვი. სულ შეჯიბრებაში 12 მოციგურავე მონაწილეობდა.

მორის ყვითელაშვილი – ქართველი მოციგურავეა, რომელიც 2016 წლამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. წელს 24 წლის მოციგურავემ კრასნოიარსკში უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის ზამთრის უნივერსიადებში პირველი ჯილდო აღმოჩნდა. ყვითელაშვილმა არაერთხელ წარადგინა საქართველო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ფხენჩხანის ოლიმპიადაზე.

89
თემები:
სპორტის ამბები (817)
 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს

ქართველმა სუმოისტმა ტოკიოს შემოდგომის ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

48
(განახლებულია 14:39 20.09.2020)
ამგვარად, ტურნირზე გამართული შეხვედრების შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი ასეთია - 4 მოგება და 4 წაგება.

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მეოთხე ეფექტური გამარჯვება მოიპოვა შემოდგომის აკი ბაშოზე, რომელსაც ამ დღეებში ტოკიო მასპინძლობს.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, ოძეკი ტაკაკეისე დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა ტატიაი-ჰენკის ილეთი გამოიყენა და მეტოქე ჰატაკიკომიზე გამოიჭირა.

ამგვარად, ტურნირზე გამართული შეხვედრების შედეგებით ლევან გორგაძის ბალანსი ასეთია - 4 მოგება და 4 წაგება.

ხვალ ტოჩინოშინი დაუპირისპირდება ოძეკი ასანოიამას, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე უკვე ხუთი გამარჯვება მოიპოვა.

შემოდგომის აკი ბაშო ტოკიოში 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

48
თემები:
სპორტის ამბები (817)
 ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე

ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირზე მესამედ მოიგო შერკინების ვიდეო

72
დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის აკი ბაშოზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, სეკივაკე დაიეისიო დაამარცხა. გორგაძემ გაუძლო მეტოქის წნეხს, შებოჭა ის და იორიკირის ილეთი ჩაუტარა.

დაიეისიოსთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ამჟამინდელ ტურნირზე საკუთარი ბალანსი გაიუმჯობესა. ამჯერად გორგაძის ანგარიშზე სამი მოგება და ოთხი წაგებაა.

აკი ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი ოძეკი ტაკაკეისეს შეხვდება. ეს შერკინება მეტოქეთა პირად დაპირისპირებაში რიგით მე-11 იქნება. ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იაპონელი სუმოისტის მხარესაა – 8:2.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

72
თემები:
სპორტის ამბები (817)
მეტროს მატარებელი

ნიუ-იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 08:59 21.09.2020)
ავარიის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი, რომელიც თვითმხილველებმა ამოიცნეს, დაკავებულია და პოლიციაში იკითხება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ნიუ–იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც გზაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებს გადაურა, იუწყება ტელეარხი abc.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მოხდა. მატარებლიდან 135 ადამიანია ევაკუირებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა სადგურ 14St-8th Av–ზე შესვლისას რელსებზე დაყრილ ნამტვრევებს გადაურა, რის შემდეგაც ის გზიდან გადავიდა“, — განაცხადეს ნიუ–იორკის სატრანსპორტო სამმართველოში.

წინასწარი მონაცემებით, ავარია 30 წლის უსახლკარო მამაკაცის მიერაა პროვოცირებული, რომელიც უკვე დაკავებულია და პოლიციაში იკითხება. მოწმეების თქმით, სწორედ ეს ადამიანი ყრიდა სამშენებლო ნარჩენებს მეტროს გზაზე.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს