ლევან გორგაძე

ტოჩინოშინი წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მოიხსნა

82
(განახლებულია 15:20 14.11.2019)
ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუძისთან ორთაბრძოლის დროს ნეკნი გაიტეხა, მიღებულმა ტრავმამ სპორტსმენს ხელი შეუშალა ოძეკის ტიტულის დაბრუნებაში.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, მძიმე ტრავმის გამო იძულებული გახდა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წლის შემაჯამებელ ტურნირს გამოთიშოდა, ნათქვამია ქართული სუმოს ქომაგების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ ტოჩინოშინმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუძისთან ორთაბრძოლის დროს ნეკნი გაიტეხა.

შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმა ხელიდან გაუშვა ოძეკის ტიტულის დაბრუნების შანსი. მის დღევანდელ მოწინააღმდეგე დაიეისიოს კი გამარჯვება ავტომატურად ჩაეთვლება.

წინა ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ 32 წლის ქართველი სპორტსმენი სეკივაკეს ტიტულამდე ჩამოაქვეითეს. 2020 წლის იანვრის ბაშომდე ტოჩინოშინი ვერ შეძლებს დაკარგული ტიტულის დაბრუნებას. უფრო მეტიც, ოქტომბრის ბაშოს შედეგებით სპორტსმენს უარყოფითი 2-13 ბალანსი დაუფიქსირდება. შემდეგ ტურნირს ტოჩინოშინი მაეგაშირას ტიტულით შეხვდება.

82
თემები:
სპორტის ამბები (823)
გიორგი ჭიაბრიშვილი

ჭიაბრიშვილი: მატჩი „გრანადას“ წინააღმდეგ ჩვენთვის გამოწვევაა

22
(განახლებულია 12:29 24.09.2020)
თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. „გრენადა“ ძალიან ძლიერი კლუბია და მატჩი მის წინააღმდეგ – ეს ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა, განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ გუნდთან უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა>>

თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს, კლუბის ისტორიაში პირველად, ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს და ესპანეთის „გრანადას“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა „გრანადას“ აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში მისი გუნდისთვის პლუსი იქნება.

„ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, რადგან ჩვენთვის ჩვეული მომენტია და მათთვის - არა. ლოგიკურად, დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაქვს. ფეხბურთელს და მწვრთნელს თამაშის თუ გეშინია, მაშინ რა გინდა მინდორზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.

მისი თქმით, „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს „გრანადასთან“ – ინფორმაციული.

„ძალიან კარგად ვიცი, „გრანადა“ როგორ ფეხბურთს თამაშობს. ლა ლიგას მუდმივად ვუყურებ და რომც არ შეგხვედროდა, მაინც ვიცოდით, როგორი გუნდია. მათვის უფრო რთულია ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ჩვენთვის მათ შესახებ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ.

„მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ვერ გავერკვიე, რა გვჭირდა, იმდენად გამოცლილები ვიყავით ემოციისგან. ახლა ფრენაც დაემატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამიტომ, მთელი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა შეძლო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში ასეთი თამაში ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა.

როგორ დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ - საუკეთესო ფოტოები>>

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


22
თემები:
სპორტის ამბები (823)
თორნიკე შენგელია

შენგელიამ ЦСКА-ს შემადგენლობაში პირველივე ოფიციალურ მატჩში მუხლი დაიზიანა

42
დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის მოპოვება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მოსკოვის ЦСКА-ს შემადგენლობაში თამაშობს, გუნდის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაზე მუხლი დაიზიანა, აღნიშნულია კლუბის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

VTB ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახური „ასტანას“ წინააღმდეგ შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 19 წამი გაატარა, რის შემდეგაც მუხლი დაიზიანა. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული არაა. შენგელიას დაზიანებული ადგილი გაუყინეს და ის სათადარიგო სკამთან ითელებოდა იმ იმედით, რომ თამაშს დაუბრუნდებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში მოედანზე შენგელია მატჩის განმავლობაში აღარ გასულა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ЦСКА-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 93:60. დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის აღება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო. საუკეთესო შედეგს კი გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში მიაღწია მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას VTB ლიგის ფარგლებში ЦСКА 26 სექტემბერს პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ გამართავს.

შენგელია ЦСКА-ში მიდმინარე წლის ივლისში გადავიდა ესპანური „ბასკონიიდან“, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონზე მისი კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახდა (პირველად 2010 წლის შემდეგ). 28 წლის ქართველ კალათბურთელს მოსკოვის ЦСКА-სთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

42
თემები:
სპორტის ამბები (823)
საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

0
(განახლებულია 14:29 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,   განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI  კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.  ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, -განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0