კახა ცხადაძის ყაზახურმა კლუბმა ადგილობრივ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა

© photo: courtesy of Kakha Tskhadadzeკახა ცხადაძე
კახა ცხადაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა სეზონთან შედარებით, როდესაც „ორდაბასი“ მეოთხე ადგილზე იყო, წელს კლუბი საბოლოო ცხრილში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ქართველი სპეციალისტის კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ყაზახური გუნდი „ორდაბასი“ ფეხბურთში ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის პრემიერ-ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო ტურში ცხადაძის გუნდმა კლუბ „ტარაზზე“ გაიმარჯვა და 65 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. 63 ქულით მეოთხეზეა კლუბი „ტობოლი“, სადაც ქართველი ლეგიონერები ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ. ეროვნულ პირველობაში პირველი ადგილი დაიკავა „ასტანამ“, ხოლო მეორე – „ქაირათმა“.

შოთა არველაძე - Sputnik საქართველო
შოთა არველაძემ ტაშკენტის „პახტაკორთან“ ერთად ფეხბურთში უზბეკეთის თასი მოიპოვა

51 წლის ქართველი სპეციალისტი შიმკენტურ კლუბში უკვე მეორე სეზონია, რაც მუშაობს. 2018 წელს მისი დებიუტი მწვრთნელის რანგში „ორდაბასისთვის“ ჩემპიონატში მეოთხე ადგილით დამთავრდა.

კახა ცხადაძეს მოთამაშეების მომზადებაში კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი, წარსულში ფეხბურთელი, ახლა კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე ეხმარება.

„ორდაბასი“ ცხადაძისთვის პირველი ყაზახური კლუბი არ არის. ადრე ის „ქაირათს“ ავარჯიშებდა, რომელმაც 2017 წელს ქვეყნის სუპერთასი მოიგო, ხოლო 2016 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0