ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი)

ლევან გორგაძე წლის დასკვნით ბაშოზე პირველად დამარცხდა

81
(განახლებულია 17:23 10.11.2019)
ტოჩინოშინს 14 დარჩენილ შერკინებაში 10 მოგება სჭირდება, რათა შარშანდელ ტურნირზე ოძეკის დაკარგული ტიტული დაიბრუნოს

თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინმა) იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში წლის შემაჯამებელ კიუსიუ ბაშოზე სასტარტო ბრძოლა წააგო.

სეკივაკე ტოჩინოშინი დასავლეთის მაეგაშირა მეისეისთან დამარცხდა.

ორშაბათს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდება. მას ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მინიმუმ 10 გამარჯვება სჭირდება. წინა ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ 32 წლის ქართველი სპორტსმენი ჩამოაქვეითეს და ის სეკივაკე გახდა.

2019 წლის უკანასკნელი ბაშო 24 ნოემბერს დასრულდება. ელიტური დივიზიონების - მაკუუტის და ძიურიოს მოჭიდავეები თხუთმეტი დღის განმავლობაში 15 ბრძოლას გამართავენ.

81
თემები:
სპორტის ამბები (823)
გიორგი ჭიაბრიშვილი

ჭიაბრიშვილი: მატჩი „გრანადას“ წინააღმდეგ ჩვენთვის გამოწვევაა

22
(განახლებულია 12:29 24.09.2020)
თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს კლუბის ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. „გრენადა“ ძალიან ძლიერი კლუბია და მატჩი მის წინააღმდეგ – ეს ჩვენი გუნდისთვის გამოწვევაა, განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესპანურ გუნდთან უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა>>

თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს, კლუბის ისტორიაში პირველად, ევროტურნირის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს და ესპანეთის „გრანადას“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ სენსაციები აქამდეც მოვახდინეთ და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფურცელზე ბევრად ძლიერი გუნდია და უპირატესობა „გრანადას“ აქვს. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. ჩემთვის გამოწვევა და დიდი სიამოვნებაა ასეთ გუნდთან თამაში, რათა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში მისი გუნდისთვის პლუსი იქნება.

„ცარიელი სტადიონი ჩვენი პლუსია, რადგან ჩვენთვის ჩვეული მომენტია და მათთვის - არა. ლოგიკურად, დასაკარგი არაფერი გვაქვს. წნეხი, დაძაბულობა და შიში არ გვაქვს. ფეხბურთელს და მწვრთნელს თამაშის თუ გეშინია, მაშინ რა გინდა მინდორზე“, – განაცხადა მწვრთნელმა.

მისი თქმით, „ლოკომოტივს“ კიდევ ერთი უპირატესობა აქვს „გრანადასთან“ – ინფორმაციული.

„ძალიან კარგად ვიცი, „გრანადა“ როგორ ფეხბურთს თამაშობს. ლა ლიგას მუდმივად ვუყურებ და რომც არ შეგხვედროდა, მაინც ვიცოდით, როგორი გუნდია. მათვის უფრო რთულია ჩვენ შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ვიდრე ჩვენთვის მათ შესახებ“, – აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მწვრთნელმა ასევე ისაუბრა მოთამაშეების მდგომარეობის შესახებ.

„მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ ორჯერ ვივარჯიშეთ და ვერ გავერკვიე, რა გვჭირდა, იმდენად გამოცლილები ვიყავით ემოციისგან. ახლა ფრენაც დაემატა, მაგრამ ასეთ გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა არ გვაქვს და ამიტომ, მთელი ენერგია უნდა აღვიდგინოთ, შეგიძლია თუ არ შეგიძლია, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა შეძლო, რადგან ამ კლუბის ისტორიაში ასეთი თამაში ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა.

როგორ დაამარცხა თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ - საუკეთესო ფოტოები>>

მატჩი „გრანადასა“ და „ლოკომოტივს“ შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.


22
თემები:
სპორტის ამბები (823)
თორნიკე შენგელია

შენგელიამ ЦСКА-ს შემადგენლობაში პირველივე ოფიციალურ მატჩში მუხლი დაიზიანა

42
დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის მოპოვება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომელიც მოსკოვის ЦСКА-ს შემადგენლობაში თამაშობს, გუნდის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაზე მუხლი დაიზიანა, აღნიშნულია კლუბის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

VTB ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახური „ასტანას“ წინააღმდეგ შენგელიამ პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი და 19 წამი გაატარა, რის შემდეგაც მუხლი დაიზიანა. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრავმა სერიოზული არაა. შენგელიას დაზიანებული ადგილი გაუყინეს და ის სათადარიგო სკამთან ითელებოდა იმ იმედით, რომ თამაშს დაუბრუნდებოდა. თუმცა საბოლოო ჯამში მოედანზე შენგელია მატჩის განმავლობაში აღარ გასულა.

რაც შეეხება შეხვედრის შედეგს, ЦСКА-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 93:60. დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში, რომელიც შენგელიამ პარკეტზე გაატარა, ქართველმა ფორვარდმა ორი ქულის აღება და ორი მოხსნის გაკეთება მოასწრო. საუკეთესო შედეგს კი გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში მიაღწია მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც გუნდს 21 ქულა მოუტანა.

მომდევნო შეხვედრას VTB ლიგის ფარგლებში ЦСКА 26 სექტემბერს პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ გამართავს.

შენგელია ЦСКА-ში მიდმინარე წლის ივლისში გადავიდა ესპანური „ბასკონიიდან“, სადაც 2014 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონზე მისი კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახდა (პირველად 2010 წლის შემდეგ). 28 წლის ქართველ კალათბურთელს მოსკოვის ЦСКА-სთან სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

42
თემები:
სპორტის ამბები (823)
მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: აჭარის რეგიონის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ

0
(განახლებულია 15:09 24.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

თბილისი,  24 სექტემბერი - Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,  ფოთსა და გორში კი  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. 

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში.   ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცსი  განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს–ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს.  1 ოქტომბრიდან შემუშავდება  სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

0
თემები:
განათლება საქართველოში