ფიგურული სრიალი

ქართველმა მოციგურავეებმა რიგაში საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედლები აიღეს

76
(განახლებულია 21:04 07.11.2019)
აღსანიშნავია, რომ რიგაში გამართულ ტურნირზე გასულ წელს ქართველმა მოციგურავეებმა გაიმარჯვეს: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია სპორტულ ცეკვებში იუნიორებს შორის ჩემპიონები გახდნენ.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოციგურავეები ლუკა ბერულავა და ალინა ბუტაევა რიგაში ფიგურულ სრიალში საერთაშორისო ტურნირის Volvo Open Cup-ის იუნიორებს შორის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

ტურნირში 30 ქვეყნის 200 სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი გაიმართა სენიორებს, იუნიორებსა და ახალბედებს შორის.

მოკლე და თავისუფალი პროგრამების შემდეგ ქართულმა წყვილმა ჯამში 156.54 ქულა დააგროვა. პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს რუსულმა წყვილებმა: აპოლინარია პანფილოვა – დმიტრი რილოვი და დიანა მუხამეტზიანოვა – ილია მირონოვი.

ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა ვარჯიშობენ პერმში, პაველ სლიუსარენკოს და ვალენტინა ტიუკოვას ჯგუფში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რიგაში გამართულ ტურნირზე მოციგურავეთა სხვა ქართული წყვილი ბრწყინავდა: მარია კაზაკოვა და გიორგი რევია სპორტულ ცეკვებში იუნიორებს შორის ჩემპიონები გახდნენ.

76
თემები:
სპორტის ამბები (831)
მარათონი

Tbilisi Marathon ციფრულ ფორმატში: შეუერთდი საქველმოქმედო აქციას

22
(განახლებულია 19:55 30.09.2020)
მარათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია და მოძებნონ Tbilisi Marathon Challenge.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ტრადიციული თბილისის მარათონი (Tbilisi Marathon) კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, მაგრამ ღონისძიება ციფრულ ფორმატში მაინც გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია. 

მარათონში მონაწილეობა Strava-ს აპლიკაციის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული პროგრამაა, რომლის პლატფორმაზეც ყოველდღიურად 10 მილიონამდე სხვადასხვა სპორტული აქტივობები იტვირთება. ეს სპორტსმენებისთვის ერთგვარი სოციალური ქსელია.

მარათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ აპლიკაცია და მოძებნონ Tbilisi Marathon Challenge. ონლაინ–ჩელენჯს ავტომატურად რომ შეუერთდნენ, აუცილებელი პირობაა ერთი კილომეტრის გარბენა. შემდგომ კი ერთი თვის მანძილზე ყოველი გარბენის წინ მათ უნდა ჩართონ აპლიკაცია და აღრიცხონ შედეგი.

მარათონის მიზანია – 1 თვეში ყველა მონაწილის გარბენმა მთლიანობაში 500 ათასი კილომეტრი შეადგინოს. მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული მონაწილე ერთ თუ 150 კილომეტრს გაირბენს, მთავარია, რომ საერთო გარბენმა ნახევარ მილიონს მიაღწიოს.

გარდა ამისა, არსებობს ინდივიდუალური მოტივაციისთვის მინიმალური ლიმიტიც – 42,2 კილომეტრი, რის შემთხვევაშიც მონაწილეები ონლაინ–მარათონის სპეციალურ ბეიჯს მიიღებენ. ეს მანძილი მონაწილეს შეუძლია დაფაროს ერთ გარბენში, ან გადაანაწილოს რამდენიმე გარბენზე. მაქსიმალური ლიმიტი დაწესებული არ არის. რაც უდრო დიდია მონაწილის მიერ გავლილი მანძილი, მით უფრო დიდია მისი წვლილი.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, კომპანია HeidelbergCement მონაწილის მიერ გარბენილ თითოეულ კილომეტრში 0,1 ლარს გადაიხდის. შესაბამისად, მაქსიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაში 50 ათასი ლარის ოდენობის თანხა ბენეფიციარს – ორგანიზაცია First step-ს გადაერიცხება.

დროისა და მანძილის ათვლა 27 სექტემბერს დაიწყო და 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

22
თემები:
სპორტის ამბები (831)
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია ჩოგბურთელი კვლავ დამარცხდა

44
(განახლებულია 17:29 30.09.2020)
პაექრობის მთელი დროის განმავლობაში ბასილაშვილმა სულ 38 შეცდომა დაუშვა, მაშინ, როდესაც მეტოქის მაჩვენებელი მხოლოდ 15 იყო.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) „როლან გაროსის“ „დიდი სლემის“ სერიიდან ტურნირის პირველივე წრეში წააგო.

პირველ რაუნდში 31-ე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სამ სეტში წააგო ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან – 5:7, 4:6, 2:6. მატჩი ორ საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის მთელი დროის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ვერ გააკეთა ვერც ერთი ბრეიკი, ხოლო თავისი ჩაწოდება ოთხჯერ წააგო. სულ ბასილაშვილმა 38 შეცდომა დაუშვა, მაშინ, როდესაც მონტეიროსთან ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15 იყო.

ამ მარცხის გამო ბასილაშვილი სარეიტინგო ქულებს არ დაკარგავს, რადგან გასულ წელს მან „როლან გაროსზე“ გამოსვლა ასევე პირველ წრეში დაასრულა (წააგო არგენტინელ ხუან ლონდეროსთან).

საჩოგბურთო სეზონის განახლების შემდეგ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო იყო შეჩერებული, ბასილაშვილმა რვა მატჩი ისე წააგო, რომ არც ერთი სეტი არ მოუგია.

შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილის ასეთი უსახური თამაშის მიზეზი ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ვითარებაა. ნეკა დოროყაშვილი ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში სპორტსმენს, როგორც ჩანს, უჭირს ჩოგბურთზე კონცენტრირება.

44
თემები:
სპორტის ამბები (831)
ქირურგიული ოპერაცია

ცნობილ ქირურგს შინ ადამიანის ძვლების კოლექცია უპოვეს: მიმდინარეობს გამოძიება

0
(განახლებულია 11:56 01.10.2020)
საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ შარშან შეიტყო ქირურგის გატაცების შესახებ, მაგრამ ისტორია არ გაახმაურა, ვინაიდან ეს ექიმი „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი იყო, რომელსაც უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა კლინიკისთვის“

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ცნობილ ბრიტანელ ქირურგ დერეკ მაკმინს, რომელიც პოლიტიკოსებს, სპორტის ვარსკვლავებსა და სხვა პოპულარულ ხალხს მკურნალობდა, შინ ადამიანების ძვლების კოლექცია აღმოუჩინეს, იუწყება გამოცემა The Independent–ი.

​გავრცელებული ცნობით, ექიმმა კოლექციის შეგროვება 25 წლის წინ დაიწყო ისე, რომ პაციენტებისგან, რომლებსაც მენჯ–ბარძაყის სახსრების პროტეზირებას უკეთებდა, ამის ნებართვას არ იღებდა.

ირკვევა ისიც, რომ ბირმინჰემის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც მუშაობდა კიდეც მაკმინი, იცოდნენ ექიმის უჩვეულო ჰობის შესახებ და ყველანაირად უწყობდნენ ხელს კოლექციის შევსებაში. ისინი ქირურგს ძვლების სპეციალურ ჭურჭელში შენახვაში ეხმარებოდნენ, რომელიც მერე დერეკის თანაშემწეებს გაჰქონდათ საავადმყოფოდან.

გამოცემის ცნობით, 2019 წელს მაკმინი საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ძვლების კოლექციის არსებობაში გამოუტყდა, მაგრამ მაშინ ისტორია არ გახმაურებულა, ვინაიდან მაკმინი „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი იყო, რომელსაც უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა კლინიკისთვის“.

დერეკ მაკმინი უჩვეულო გატაცებას იმით ხსნის, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ძვლების შესწავლას აპირებდა, რათა გონების სისხარტე შეენარჩუნებინა.

პოლიციამ ცნობილი ექიმის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ მაკმინს სხეულის ორგანოების შენახვაზე ლიცენზია არ ჰქონდა, ქირურგი ადამიანის ქსოვილების შესახებ ბრიტანული კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს