Дзюдоистка Мариам Чанутрия

მეორე ოქრო: ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მარიამ ჭანტურიამ გაიმარჯვა

83
ქართველი ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია ევროპის ჩემპიონატის U-23 ფინალში რუსეთში ჰოლანდიელ სპორტსმენს შეხვდა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენმა მარიამ ჭანტურიამ ევროპის ჩემპიონატზე U-23 იჟევსკში საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ეთერ ლიპარტელიანმა რუსეთში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში მოიგო >>

ჭანტურია, რომელიც -70 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში ჰოლანდიელ ჰილდე იაგერსს შეხვდა. ფინალამდე კი ჭანტურიამ დაამარცხა მეტოქეები ისრაელიდან, ბელარუსიდან და ხორვატიიდან.

ამგვარად, საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ოთხი მედალია: ორი ოქრო და ორი ბრინჯაო. პირველი ოქროს მედალი ნაკრებს მოუტანა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ), ორი ბრინჯაოს მედალი - ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ (-60 კგ).

რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს (-81 კგ), მან მედლებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო, რადგან პირველივე ორთაბრძოლა წააგო.

ტურნირის დასკვნით დღეს, 3 ნოემბერს, მედლებს გაათამაშებენ ჭაბუკები -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, გოგონები - -78 და +78 კგ წონით კატეგორიებში.

იჟევსკში მიმდინარე შეჯიბრებებში 30 ქვეყნის 300 სპორტსმენი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატს რუსეთი უკვე მესამედ მასპინძლობს. 2006 წელს პირველობა გაიმართა მოსკოვში, 2011 წელს - ტიუმენში.

83
მერაბ შარიქაძე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი კლუბის გარეშე დარჩა

38
(განახლებულია 22:15 04.06.2020)
როდესაც გაზაფხულის დასაწყისში პანდემიის გამო საყოველთაო თვითიზოლაცია დაიწყო, მორაგბემ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ არ გააგრძელა კონტრაქტი კლუბ „ორიაკთან“ (Aurillac), რომელიც მეორე ფრანგულ დივიზიონში (Pro D2) ასპარეზობს და ის ამჟამად ახალი გუნდის ძიებაშია. ამის შესახებ განცხადება „ორიაკის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ნაკრების კაპიტან მერაბ შარიქაძეს, რომელმაც ჩენი გუნდის შემადგენლობაში ექვსი სეზონი გაატარა და შემდგომ კარიერაში წარმატებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის შარიქაძემ „ორიაკის“ დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში მიიღო, როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო საყოველთაო თვითიზოლაცია დაიწყო.

„ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. პანდემიის გამოცხადებამდე იყო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეჩერდა, არავინ იცის, როდის განახლდება ჩემპიონატები, კლუბები ფრთხილობენ. ძებნა გრძელდება, მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია, და ჩემი ტრანსფერის ბედი ეროვნული ნაკრების მწვრთნელებთან და ექიმებთან შეთანხმებულად გადაწყდება“, - განაცხადა შარიქაძემ გამოცემა rugger.ingo-სთან ინტერვიუში.

ამ დროისათვის შარიქაძე მუხლებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მორაგბეს მყესები დაუზიანდა შარშან, იაპონიაში გამართული მსოფლიო თასის დროს.

რა წესები უნდა დაიცვან სპორტსმენებმა - შემუშავდა ახალი პროტოკოლი >>

„ორიაკში“ ჩატარებული ექვსი სეზონის განმავლობაში შარიქაძემ კლუბის შემადგენლობაში 77 მატჩი გამართა და ცხრა შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შარიქაძემ გამართა 66 მატჩი (აქედან 64 სასტარტო შემადგენლობაში) და 62 ქულა დააგროვა.

38
თემები:
სპორტის ამბები
დინამო თბილისი

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში შეცვლილი ფორმატით და გულშემატკივრის გარეშე

27
(განახლებულია 21:32 04.06.2020)
ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის ნაცვლად კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ.

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილი განახლებული ჩემპიონატის კალენდარი შეადგინა – ჩემპიონატი „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩით განახლდება.

ორ თბილისურ კლუბს შორის შეხვედრა 25 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის დასაწყისი – 18:00 საათი.

ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ჩემპიონატის 25 ივნისს განახლების შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ეროვნული ლიგის ჩემპიონატზე. თუ როდის აიღებს სტარტს ჩემპიონატები დანარჩენ დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე – ჯერჯერობით უცნობია. 

გარდა ამისა, ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის (ოთხ წრედ) ნაცვლად, კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ – ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდებიან – საკუთარ მოედანზე და გასვლით მატჩში. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე – მატჩის დაწყებამდე.

COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.

27
თემები:
სპორტის ამბები
სასტუმრო რუსთავში

რამდენი დაიხარჯა საკარანტინო ზონებზე

0
(განახლებულია 10:27 05.06.2020)
პანდემიასთან ბრძოლი პერიოდში მთელ ქვეყანაში 84 სასტუმრო საკარანტინო ზონად გადაიქცა, სადაც ორკვირიანი იზოლაცია 19 ათასმა ადამიანმა გაიარა

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მხოლოდ საკარანტინო ზონების მოწყობაზე 32,5 მლნ ლარი დახარჯა.

39 დღე კარანტინში: თეთრწყაროში შეზღუდვები მოიხსნა>>

როგორც გაწეული მუშაობის შესახებ მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი, საკარანტინო ზონები შეიქმნა იმ მიზნით, რომ შეემცირებინათ რისკები მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და შეეკავებინათ ინფექციის გავრცელება. საკარანტინო ზონები წარმოადგენდა დროებითი იზოლაციის ადგილს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. სასტუმროების, როგორც საკარანტინო ზონების დაჯავშნა 2020 წლის 10 მარტს დაიწყო – მანამ, სანამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა.  

22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შედიოდა 84 სასტუმრო, ნომრების საერთო რაოდენობა 6 500–ს სჭარბობდა. სავალდებულო კარანტინი ამ ზონებში 19 002–მა ადამიანმა გაიარა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID–19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი (სარესტორნო მომსახურება ადგილზე – რედ.) და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ.“, – ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ანგარიში მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ პანდემიის პერიოდში უკვე გადაეგზავნა პარლამენტს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში