საქართველოს ნაკრები ფუტსალში

საქართველოს ნაკრები ფუტსალში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს

39
(განახლებულია 16:28 28.10.2019)
სუომის ნაკრებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოიპოვა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა, შედეგად – საქართველო მესამე პოზიციაზე დარჩა.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფუტსალში ფინეთთან 2:5 წააგო მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის დასკვნით შეხვედრაში და ამით მსოფლიო პირველობის შესარჩევ ციკლში გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა.

2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფინელებთან მატჩში ფრეც ჰყოფნიდა, რადგან ბოლო შეხვედრის წინ ავთანდილ ასათიანის გუნდი მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებდა. მაგრამ სუომის ნაკრებმა შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოიპოვა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა, რომელიც ფინალურ სასტვენამდე შეინარჩუნა.

ამგვარად, მეინ-რაუნდის შედეგებით პირველი ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში გავიდნენ ესპანეთისა (პირველი ადგილი) და ფინეთის (მეორე ადგილი) გუნდები. საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მეოთხეზე პოლონეთი განთავსდა, რომელმაც სამივე მატჩი წააგო.

მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წლის 12 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ლიეტუვაში გაიმართება. მოქმედი ჩემპიონია არგენტინის ნაკრები.

39
თემები:
სპორტის ამბები (454)