ლუკა მაისურაძე

ქართველმა ძიუდოისტებმა აბუ-დაბის ტურნირზე ორი მედალი მოიპოვეს

38
(განახლებულია 10:20 27.10.2019)
სპორტსმენებმა თავიანთ წონით კატეგორიებში ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ ტურნირი მედლების გარეშე მაინც არ დატოვეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ლუკა მაისურაძემ და ავთანდილ ჭრიკიშვილმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე, რომელიც აბუ-დაბიში დასრულდა.

მაისურაძე 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ კორეის წარმომადგენელ მუნ ჟინ ლისთან დამარცხდა, ხოლო ჭრიკიშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბ ნემანია მაჯოვს აჯობა.

ჭრიკიშვილისთვის აბუ-დაბიში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი სეზონზე მეორე გახდა. აპრილში ქართველმა ძიუდოისტმა ანტალიის გრან-პრიზე მესამე ადგილი დაიკავა.

აბუ-დაბის ტურნირის გამარჯვებული 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს.

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა >>

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებს აბუ-დაბიში გამართულ შეჯიბრებებზე რვა ძიუდოისტი წარმოადგენდა.

„დიდი სლემის“ სერიის მომდევნო ტურნირი, რომელშიც ქართველი ძიუდპისტები მიიღებენ მონაწილეობას, ოსაკაში (იაპონია) 22-24 ნოემბერს გაიმართება.

38
თემები:
სპორტის ამბები (459)