ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში წარმატება მოიპოვეს

© photo: European Team Chess Championship 2019 / FBევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში
ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოჭადრაკეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა და მამაკაც მოჭადრაკეთა ორივე ნაკრებმა პირველი ტური ფრე ანგარიშით დაასრულეს

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik.  საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა და მეორე ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველ ტურში  გამარჯვება მოიპოვეს, ჩემპიონატს ბათუმი მასპინძლობს.

ქვეყნის პირველმა ნაკრებმა ჩეხეთის გუნდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა, მეორე ნაკრებმა კი სლოვენიის გუნდს ანგარიშით 3,5:0,5 სძლია. ორივე ქართული გუნდი ლიდერთა ჯგუფშია, რომელიც 13 ძლიერი გუნდითაა დაკომპლექტებული.

რაც შეეხება, საქართველოს მესამე ნაკრებს, რომელიც ახალგაზრდულია, მან სლოვაკეთის გუნდთან შეხვედრა ფრე ანგარიშით – 2:2 დაასრულა. 

ჭადრაკი - Sputnik საქართველო
ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ბათუმში გაიმართება

საქართველოს მამაკაც მოჭადრაკეთა ორივე ნაკრებმა პირველი ტური ფრე ანგარიშით დაასრულეს: პირველი გუდი ფინეთის ნაკრებს შეხვდა, მეორე კი თურქეთი გუნდს.

მეორე ტურში ქართველი ქალი მოჭადრაკეები დაუპირისპირდებიან: პირველი ნაკრები  თურქეთის, ხოლო მეორე ნაკრები ტურნირის რეიტინგის ლიდერს, რუსეთის ნაკრებს შეხვდება, ახალგაზრდული ნაკრები კი ისრაელის მოჭადრაკეებთან ცდის ბედს.

ევროპის ჩემპიონატში 39 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ტარდება. საპრიზო ფონდი როგორ მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდებისთვის ერთნაირია: პირველი ადგილი - 8 ათასი ევრო, მეორე ადგილი - 5 ათასი ევრო, მესამე ადგილი - 3 ათასი ევრო. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 32 ათასი ევრო.

 


ყველა ახალი ამბავი
0