ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

გამოწერა
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია

თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოში ქართველი ძიუდოისტები ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ.

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გახდა - მან ფინალში უნგრელ როლან გოცს იპონით აჯობა.

ვლადიმერ ახალკაცმა 81 კგ-მდე ქონით კატეგორიაში ფინალში რუსეთის წარმომადგენელს დავიდ კარაპეტიანს მოუგო.

პარასკევს მსოფლიო ჩემპიონი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. ამგვარად, სამ დღეში საქართველოს ნაკრების ყულაბაში სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

დღეს -100 კგ და +100 კგ წონით კატეგორიაში მედლებზე იბრძოლებენ ილია სულამანიძე, გელა ზაალიშვილი, საბა ინანეიშვილი, გოგონებს შორის - სალომე მაკიშვილი (+78 კგ).

მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორებს შორის მარაკეშში 20 ოქტომბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0