პირველად ისტორიაში: ქართველი ქალი ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონია

© photo: Georgian Judo Federation / FBეთერ ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება საქართველოს ქალთა ძიუდოს ისტორიაში პირველია.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელიც 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს, მარაკეშში (მაროკო) ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.

ლიპარტელიანი ფინალში იაპონელ კანაკო ჰაკამატას დაუპირისპირდა. ქართველის ეფექტურმა იპონმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

მანამდე, ნახევარფინალში ლიპარტელიანმა სამხრეთ კორეელ კიმ იანდის სძლია.

ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო
ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა ევროპის თასზე პირველი ადგილი აიღეს

18 ოქტომბერს ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი (-81), ასევე ლაშა ბექაური და მიხეილ ბექაური (-90). მსოფლიო ჩემპიონატი მარაკეშში 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ეთერ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზეც მოუტანა, რომელიც სექტემბერში ფინეთში გაიმართა. მაშინ ქართველმა სპორტსმენმა ფინალში იტალიელ სილვია პელიტელის მოუგო.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალია.

ყველა ახალი ამბავი
0