საქართველოს წყალბურთელებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვეს

© Facebook / LENსაქართველოს წყალბურთელთა ნაკრები
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა დღეს შვეიცარიის გუნდი დაამარცხა

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვეიცარიის გუნდს ანგარიშით 24:7 მოუგო და გაინაღდა საგზური პირველობაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება.

წყალბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს წყალბურთელებმა გერმანიის გუნდი დაამარცხეს

А ჯგუფში სამი გუნდიდან - საქართველო, გერმანია, შვეიცარია - ევროპის ჩემპიონატზე ორი გუნდი ხვდება. პირველ მატჩში საქართველომ შვეიცარია გაანადგურა - 18:7. მეორე მატჩში, რომელიც შაბათს გაიმართა, ქართველმა წყალბურთელებმა გერმანელები ანგარიშით 9:7 დაამარცხეს. ორი დღის წინ კი გერმანიამ შვეიცარია ანგარიშით 18:7 დაამარცხა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების გარდა, რომელმაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას გერმანიაც მიიღებს.

ჯერჯერობით ქართველი წყალბურთელების საუკეთესო შედეგია - მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე ბუდაპეშტში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0