საქართველოს წყალბურთელებმა გერმანიის გუნდი დაამარცხეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრები დღეს დილით შვეიცარიის გუნდს ხვდება

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ნაკრებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გერმანიის გუნდს ანგარიშით 9:7 მოუგო და პრაქტიკულად გაინაღდა საგზური პირველობაზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართება.

პირველი ტაიმის დროს უპირატესობა ქართველების მხარეს იყო, რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ის ანგარიშით 5:3 დაასრულეს. მესამე ტაიმში გერმანელმა წყალბურთელებმა ძალები მოიკრიბეს და 2:1 მოიგეს, მაგრამ საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი იყო და მეოთხე ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

წყალბურთი - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამომ" ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩი წარუმატებლად დაასრულა

А ჯგუფში სამი გუნდიდან - საქართველო, გერმანია, შვეიცარია - ევროპის ჩემპიონატზე ორი გუნდი ხვდება. პირველ მატჩში საქართველომ შვეიცარია გაანადგურა - 18:7.

დღეს დილით კი საქართველოს ნაკრები შეხვდება ჯგუფის აუტსაიდერს, შვეიცარიის ნაკრებს.

ჯერჯერობით ქართველი წყალბურთელების საუკეთესო შედეგია - მე-12 ადგილი 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ასევე ბუდაპეშტში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0