საქართველოს რაგბის ნაკრების ვარჯიში

საქართველოში ქუჩის რაგბის პოპულარიზაცია იწყება

63
მატჩში მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი მორაგბეები.

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, თბილისში 8 ოქტომბერს ჩატარდება ქუჩის რაგბის მატჩი - Street Rugby (მის. ალ. ყაზბეგის, 51).

თამაშში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას მიიღებენ როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი მორაგბეები. გარდა ამისა, საქართველოს რაგბის კავშირის თანამშრომლები შეკრებილ ქომაგებს გააცნობენ თამაშის წესებს, მის მნიშვნელობასა და დინამიკას.

ამგვარად, რაგბის კავშირი უერთდება რაგბის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივას სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და განვითარების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მის ფართო გავრცელებას.

ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია 25 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რაგბის განვითარების საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დუბლინში გაიმართა.

ფორუმზე მიღებულია გადაწყვეტილება ქალთა და პლაჟის რაგბის, ასევე რაგბი-7-ის (Rugby Seven) პოპულარიზაციის კუთხით, რომელიც პოპულარობით რაგბი-15-ს უნდა დაეწიოს.

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი: ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ >>

საქართველოს რაგბის კავშირი ქუჩის რაგბის მატჩების პერმანენტულ გამართვას აპირებს. ასეთი თამაშები ახალგაზრდობისთვის ერთგვარი საჩვენებელი სანახაობა გახდება.

63
თემები:
სპორტის ამბები (406)