თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილი) გამარჯვებით დაიწყო თავისი გამოსვლა АТР 500 სერიის საჩოგბურთო ტურნირზე China Open.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში 29 წლის არგენტინელ ჩოგბურთელს გვიდო პელიას (22) ორ სეტში მოუგო 6:4, 7:6 (7:3). შეხვედრა ავსტრალიელი ჩოგბურთელის ბრედ დრიუეტის სახელობის კორტზე გაიმართა.
ბასილაშვილმე მეტოქეს ერთ საათსა და 44 წუთში სძლია.
პეკინის ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა 500 სარეიტინგო ქულა უნდა დაიცვას. პირველ წრეში გამარჯვებით მან უკვე გამოიმუშავა 45 ქულა. ბასილაშვილი შეეცდება გაიმეოროს გასული წლის ტრიუმფი და China Open-ზე გაიმარჯვოს.
მერვედფინალში ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასისა (საბერძნეთი) და დუშან ლაიოვიჩის (სერბეთი) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
პეკინის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 3,5 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ტურნირი 6 ოქტომბერს დასრულდება.