მსოფლიო რაგბი: საფრანგეთსა და აშშ-ის გუნდებს შორის დაგეგმილი მატჩი შეიძლება გაუქმდეს

© photo: Georgian Rugby / FBმსოფლიო თასი იაპონიაში
მსოფლიო თასი იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუნძულ კიუშუზე, სადაც მატჩი უნდა გაიმართოს, ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ტაიფუნ „მიტანის" გამო, რომელიც იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს უახლოვდება, აშშ-ისა და საფრანგეთის გუნდებს შორის რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი შეიძლება არ გაიმართოს.

„იაპონიის მეტეოროლოგიური ცენტრის მიერ მოწოდებული ბოლო ინფორმაციიდან გამომდინარე, 2 ოქტომბერს კიუშუს სამხრეთ ნაწილში ტაიფუნს შეიძლება მოჰყვეს ძლიერი ქარი და გადაუღებელი წვიმა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს კონკრეტულ დღეს ჩანიშნულ მატჩზე", – ნათქვამია „რაგბის საერთაშორისო კავშირის" განცხადებაში.

ამასთან, მსოფლიო თასის წესების თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე თუ რომელიმე მატჩი დაგეგმილ დღეს არ ჩატარდება, ეს მატჩი მეორედ აღარ გაიმართება. ამ შემთხვევაში მატჩი ბათილად ჩაითვლება, თითოეული გუნდი კი ორ-ორ ქულას მიიღებს. აღნიშნული წესი არ ვრცელდება ფლეი-ოფის მატჩებზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის და საფრანგეთის გუნდები С ჯგუფში იმყოფებიან. ამჟამად საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფში მესამე, აშშ-ის ნაკრებს კი მეოთხე ადგილი უკავია. ჯგუფში 10 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობს.

ყველა ახალი ამბავი
0