რაგბი. საქართველო-ურუგვაი

საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო თასზე ურუგვაი გაანადგურა

84
ისტორიაში პირველად, ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასის მატჩში მოახერხეს ოთხისა და მეტი გარდასახვის განხორციელება და ამისათვის ცხრილში ბონუს ქულა მიიღეს.

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ურუგვაის გუნდი 33:7 ანგარიშით დაამარცხა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში, რომელიც ამ დღეებში იაპონიაში მიმდინარეობს.

ქართველმა მორაგბეებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ორი ლელოს დადება მოახერხეს, რომელთაგან ერთის გარდასახვა სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. თუმცა, შემდეგ ურუგვაელებმა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და ბურთი საქართველოს ჩათვლის ზონაში დაამიწეს. შედეგად, პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ ანგარიშით 12:7 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტი მობილიზება მოახერხა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ქართველმა მორაგბეებმა თავად შეძლეს სამი ლელოს დადება და წარმატებით განახორციელეს გარდასახვა. საბოლოო ანგარიში - 33:7.

ისტორიაში პირველად, ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასის მატჩში მოახერხეს ოთხის და მეტი გარდასახვის განხორციელება და ამისათვის ცხრილში ბონუს ქულა მიიღეს. ანგარიშში სხვაობის კიდევ ერთი ქულის გათვალისწინებით, ქართველ მორაგბეებს ჩათვლაში ხუთი ქულა აქვთ და ისინი ცხრილში გაუთანაბრდნენ ავსტრალიისა და უელსის ნაკრებებს, რომლებიც დღეს ერთმანეთს ხვდებიან.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 3 ოქტომბერს ოსაკაში ფიჯის ნაკრებთან ითამაშებს. ქართველებს სჭირდებათ გამარჯვება, რათა გარანტირებული ჰქონდეთ მონაწილეობა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე.

84
თემები:
სპორტის ამბები (415)