საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა უკრაინაში ამხანაგურ ტურნირში მიიღო მონაწილეობა

© photo: GFF - Georgian Football Federation, 2019 საქართველოს ნაკრები ფუტსალში
საქართველოს ნაკრები ფუტსალში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა – რუმინეთისა და უკრაინის წინააღმდეგ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდისთვის, რომელიც პოლონეთში 22-27 ოქტომბერს ჩატარდება.

მსოფლიო პირველობის მზადების ფარგლებში ავთანდილ ასათიანის გუნდმა უკრაინის ქალაქ ივანოვო-ფრანკოვსკში საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთისა და უკრაინის წინააღმდეგ ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

 საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში დანიას მოუგო - Sputnik საქართველო
სამიდან სამი - საქართველოს ნაკრებმა ფუტსალში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ორივე თამაში ქართველმა სპორტსმენებმა წააგეს – რუმინეთის წინააღმდეგ 3:6, ხოლო მასპინძლების გუნდთან – 1:4 დამარცხდნენ.

მინი-ტურნირის გამარჯვებული რუმინეთის ეროვნული ნაკრები გახდა. მეორე ადგილზე გავიდა უკრაინა, ხოლო მესამეზე – საქართველო.

საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში იქნებიან პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის გუნდები.

მსოფლიო ჩემპიონატი ფუტსალში 2020 წლის 14 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ლიტვაში გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი, აქედან რვა ევროპას წარმოადგენს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია არგენტინის ნაკრები.

ყველა ახალი ამბავი
0