საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსთან დამარცხდა

© REUTERS / ISSEI KATOსაქართველო-უელსი
საქართველო-უელსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ მეორე ტაიმი ითამაშა, რომელიც ფრედ დასრულდა.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის პირველ მატჩში უელსის გუნდთან დამარცხდა ანგარიშით 43:14.

თამაშის პირველი ნაწილი უელსელი რაგბისტების უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც ოთხი ლელო დადეს და აქედან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. ასევე ზუსტად შეასრულეს ერთი საჯარიმო დარტყმა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 29:0 გავიდნენ.

მეორე ტაიმში ქართველმა რაგბისტებმა შეძლეს თამაშის გათანაბრება და ორი ლელოც დადეს. თუმცა, ანალოგიურ შედეგს მიაღწიეს მოწინააღმდეგეებმაც. შესაბამისად, მატჩის მეორე ნაწილი ქართველმა სპორტსმენებმა ფრედ 14:14 დაასრულეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 29 სექტემბერს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს. სპეციალისტები მათ ამ შეხვედრაში ფავორიტებად მიიჩნევენ.

ყველა ახალი ამბავი
0