საქართველო-უელსი: მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Sputnik / STRINGERრაგბი. საქართველო-შოტლანდია
რაგბი. საქართველო-შოტლანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრების შეხვედრა ექვსი ერის თასის ამჟამინდელ გამარჯვებულთან - უელსთან, 23 სექტემბერს, ტოიოტაში გაიმართება

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ახალ ზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა უელსის გუნდთან მსოფლიო თასის მატჩზე ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

სასტარტო მატჩზე ნაკრების შემადგენლობაში ჩართულია ტურნირის ექვსი დებიუტანტი, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ქართველია >>

ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად, კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი იქნება.

საქართველოს რაგბის ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (კაპიტანი), შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, კონსტანტინე მიქაუტაძე, გეორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე და ბექა გორგაძე.

უკანა ხაზი: სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე.

თადარიგი: ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაიშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა სუთიაშვილი, ბექა საღინაძე, ოთარ გიორგაძე, გელა აფრასიძე, ლაშა ხმალაძე.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი მამუკა გორგოძე მოედანზე ძირითად შემადგენლობაში გამოვა და მისთვის მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებს.

ლეგენდარული მამუკა გორგოძე მსოფლიო-2019-ის წინ ნაკრებში ბრუნდება >>

საქართველოს ნაკრების შეხვედრა ექვსი ერის თასის ამჟამინდელ გამარჯვებულთან - უელსთან, 23 სექტემბერს, ქალაქ ტოიოტაში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 14:15 საათზე დაიწყება.

შაბათს შედგა D ჯგუფში საქართველოს მეტოქეების - ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა, რომელშიც მწვანე კონტინენტის წარმომადგენლებმა 39:21 ანგარიშით გაიმარჯვეს და ხუთი ქულით ჯგუფის სათავეში მოექცნენ.

ყველა ახალი ამბავი
0