ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – ქართველი სუმოისტი ბრძოლას განაგრძობს

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ლევან გორგაძემ ბოლო ორი ბრძოლიდან ორივე უნდა მოიგოს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა აკი ბაშოს საშემოდგომო ტურნირზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირი ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარეობს.

ტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინმა დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა რიუდენი იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ამგვარად, ქართველი სუმოისტის გამარჯვება-დამარცხების ბალანსი გახდა 6:7. გორგაძემ დარჩენილი ორიდან ორივე ორთაბრძოლა აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ქართველი სუმოისტი ტოკიოს ტურნირზე მეშვიდედ დამარცხდა>>

ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა მიოგირუს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0