ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

© AP Photo / Steve Lucianoნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტარტო მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელ მეტოქეს ორ სეტში მოუგო.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მსოფლიოს მე-17 ჩოგანი) საფრანგეთის მეცში მიმდინარე АТР-250 სერიის Moselle Open ტურნირის ¼ ფინალში გავიდა.

ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა სასტარტო მატჩში გერმანელ იანიკ მადენს (129) ორ სეტში მოუგო – 6:2, 7:6. შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ჩოგბურთის ნაკრები დევისის თასზე საკუთარი ლიდერის გარეშე ითამაშებს

ამ გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა Moselle Open-ზე გასული წლის შედეგი გაიმეორა და სარეიტინგო 45 ქულა დაიცვა. ამასთან, საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა საბანკო ანგარიში 15,5 ათასი ევროთი შეავსო.

ნახევარფინალში ბასილაშვილი ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას (61) შეხვდება. წელს ჩოგბურთელები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ლიონის ტურნირის მეოთხედფინალში, სადაც ქართველმა გაიმარჯვა და პირადი შეხვედრების ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

Moselle Open 22 სექტემბერამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 524 ათასი ევრო. მოქმედი გამარჯვებულია ფრანგი ჟილ სიმონი.

ყველა ახალი ამბავი
0