ქართველი სუმოისტი ტოკიოს ტურნირზე მეშვიდედ დამარცხდა

© photo: AFP 2020 / JIJI PRESSტოჩინოშინი
ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან გორგაძეს დღეისათვის მოგება-წაგების უარყოფითი ბალანსი აქვს – 5:7 და იგი ოძეკის ტიტულის დაკარგვის ზღვარზეა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელითაა ცნობილი, აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირზე მეშვიდედ დამარცხდა და ოძეკის ტიტულის დაკარგვის ზღვარზეა.

აკი ბაშოს მეთორმეტე დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკუმის შეხვდა. ჯერ კიდევ ორთაბრძოლის დაწყებამდე დიდი დაძაბულობა იგრძნობოდა, მთავარმა მსაჯმა პირველი შეტაკების შემდეგ ორთაბრძოლა შეწყვიტა კიდეც. შეხვედრის განახლებიდან ხუთი წამის შემდეგ მიტაკუმიმ ტოჩინოშინი დოჰიოს საზღვრებს გარეთ გაიყვანა.

ასე რომ, ტოჩინოშინს კვლავ გამარჯვებებისა და დამარცხებების უარყოფითი ბალანსი აქვს – 5:7.

რაც შეეხება მიტაკუმის, მიმდინარე აკი ბაშოზე ქართველ სუმოისტთან გამარჯვება მისთვის მეცხრე გახდა. მან ოძეკის წოდება მოიპოვა და ტურნირის გამარჯვების ერთ-ერთი ძირითადი პრეტენდენტია.

შეჯიბრების დარჩენილ სამ დღეში ტოჩინოშინმა ყველა შეხვედრა უნდა მოიგოს, რათა უარყოფითი ბალანსი გამოასწოროს და ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ტურნირის მეცამეტე დღეს ლევან გორგაძე დასავლეთის მეხუთე მაეგაშირა რიუდენს შეხვდება. მოწინააღმდეგეებს შორის პირადი შეხვედრების ანგარიშია 1:1.

ყველა ახალი ამბავი
0