ტოჩინოშინმა ორთაბრძოლა 40 წამში მოიგო

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად ლევან გორგაძეს კიდევ მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა აკი ბაშოს საშემოდგომო ტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ტურნირი ამ დღეებში ტოკიოში მიმდინარეობს.

შეჯიბრების მეათე დღეს ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას ტიოტაირუს მოუგო. მან თავისი საყვარელი ილეთი იორიკირი გამოიყენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ამგვარად, სუმოისტების პირადი შეხვედრის ანგარიში 8:2 გახდა ქართველის სასარგებლოდ.

აკი ბაშოს მეთერთმეტე დღეს ტოჩინოშინი შეხვდება სეკივაკე მიცუნობუ ტაკაკეიოსიოს, რომელსაც ტურნირზე უკვე რვა გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ართველმა ოძეკიმ მიმდინარე ტურნირზე ოთხ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა>>

ტურნირის ათი დღის შემდეგ ტოჩინოშინმა გამარჯვებებისა და წაგების რაოდენობა გაათანაბრა – 5:5. დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ლევან გორგაძეს მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს.

ყველა ახალი ამბავი
0