ლაშა ტალახაძე

დასახელდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

76
(განახლებულია 19:36 11.09.2019)
ტაილანდის ქალაქ პატაიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების შემდგენლობა დაასახელა, ნათქვამია ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის განცხადებაში

მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში ტაილანდის ქალაქ პატაიაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ასპარეზობაზე, გარდა მედლებისა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 15 სექტემბერს გაემგზავრება, ასპარეზობა კი 17 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბრამდე გასტანს. 

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სია ასე გამოიყურება: შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე, გოგა ჩხეიძე, კახი ასანიძე, არჩილ მალაყმაძე, რევაზ დავითაძე, ანტონ პლესნოი, ირაკლი ჩხეიძე, გიორგი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე და ლომია თებიძე (რეზერვი). 

მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე, რომელიც აშხაბადში (თურქმენეთი) ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა: ბრინჯაოს პრიზიორი რევაზ დავითაძე გახდა, ხოლო ოქროს მედალი და ზედიზედ მესამედ ჩემპიონის ტიტული ლაშა ტალახაძეს ერგო.

76
თემები:
სპორტის ამბები (726)
ბათუმის „დინამო – თბილისის „ლოკომოტივი

ბათუმის „დინამომ“ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა

52
(განახლებულია 18:16 10.07.2020)
გამარჯვების წყალობით ბათუმელებმა შვიდი ქულით საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამომ“ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი ფრეს მერე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა მეხუთე ტურში თბილისის ლოკომოტივს 4:1 მოუგო.

„ლოკომოტივზე გამარჯვებამ ბათუმის „დინამოს“ საშუალება მისცა, რომ შვიდი ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადანაცვლებულიყო.

ეროვნული ლიგის ლიდერები რვა–რვა ქულით არიან თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“. მეხუთე ტურის მატჩებს ისინი ამ უქმეებზე გამართავენ. „დინამო“ ქუთაისში გაემგზავრება და „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ თავის მოედანზე თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.

საქართველოს 2020 წლის სეზონის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორი ტურის მერე შეწყდა. ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში 25 ივნისს განახლდა. ამ ეტაპზე მატჩებს მაყურებელი არ ესწრება.

52
თემები:
სპორტის ამბები (726)
თორნიკე შენგელია (მარცხნივ)

„ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით": თორნიკე შენგელია „ცსკა“-ს კალათბურთელია!

117
(განახლებულია 22:11 09.07.2020)
მოსკოვის „ცსკა“-ში შენგელია ესპანეთის "ბასკონიიდან" გადავიდა, რომლის რიგებში 2014 წლიდან გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების ლიდერმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის „ცსკა“-სთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ნათქვამია „არმიელთა" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ვფიქრობ, ჩვენ მშვენიერი სვლა გავაკეთეთ, ამიტომ მინდა ყველას მივულოცო, ვინც შენგელიას გადმოსვლასთან არის კავშირში. ასევე ვულოცავ თოკოს, რომელმაც „ცსკა“-ში თამაშის დიდი სურვილ გამოთქვა. ჩვენ მას მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ეს ტრანსფერი ბოლოს მაინც შედგა. იმედი მაქვს, რომ თოკო სხვა მოთამაშეებთან ერთად დაგვეხმარება ევროპული კალათბურთის უძლიერესი გუნდების რიცხში დავრჩეთ", – ასეთი კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა თორნიკე შენგელიას გადასვლასთან დაკავშირებით.

ბერძენმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ შენგელია ახლა კარგ ფორმაშია და ის უნივერსალური მოთამაშეა.

„ვიცი, გულშემატკივარს მისი ჩვენ რიგებში ნახვა გაუხარდება. ვფიქრობ, ისინი ხედავენ კლუბის განწყობას გამარჯვებაზე ორიენტირებული გუნდის შექმნის თაობაზე და გააგრძელებენ ჩვენ მხარდაჭერას", – დასძინა იტუდისმა.

საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად კალათბურთელმაც.

„ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადმოსვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების ხელმძღვანელობით თამაშს. იმედი მაქვს, „ცსკა“-სთან ერთად ევროლიგასა და VTB ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", – განაცხადა შენგელიამ.

მოსკოვის „ცსკა“-ში შენგელია ესპანეთის „ბასკონიიდან" გადავიდა, რომლის რიგებში 2014 წლიდან გამოდიოდა და გუნდის კაპიტანი იყო. 10 დღის წინ ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „ბასკონიისთვის" ეს ტიტული 2010 წლიდან პირველია.

117
თემები:
სპორტის ამბები (726)
სტუდენტები ლექციაზე

სკანდალი ქუთაისის უნივერსიტეტში: კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

0
ვის და რისთვის გამოართვა ქრთამი უნივერსიტეტის თანამშრომელმა - ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გრძელდება.

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კათედრის მდივანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხის მონაცემებით, უნივერსიტეტის თანამშრომელი  ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ დააკავეს.

დანაშაულის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე თანამდებობა დატოვა რექტორის მოადგილემ, გიგა ღავთაძემ. უნივერსიტეტის რექტორი როლანდ კოპალიანი ღავთაძის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ღავთაძე პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

„რაც შეეხება მდივნის დაკავების ფაქტს, არ მაქვს ინფორმაცია, რადგან არ ვარ ქუთაისში. ორშაბათს გავაკეთებ შესაბამის განცხადებას”, – განაცხადა კოპალიანმა.

 

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში