ახალგაზრდები კომპიუტერთან

ბათუმში კიბერსპორტის ფესტივალი გაიხსნა

58
საქართველოში შეარჩევენ უძლიერეს გეიმერს, რომელიც სეულში კიბერსპორტში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის ბათუმში სამშაბათს ფესტივალი „შავი ზღვის თასი“ (Black Sea Cup) გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის (GCSF) განცხადებაში.

Dota და FIFA: რუსეთის სკოლებში შესაძლოა კიბერსპორტის გაკვეთილები შემოიღონ >>

ტურნირი კიბერსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (IeSF) ეგიდით ბათუმის ბულვარში და საზაფხულო თეატრში ტარდება.

გეიმერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ისეთ თამაშებში, როგორიც არის Dota 2, Tekken 7, League of Legends, CS:GO, PUBG, PUBG Mobile, PES, Fifa, Fortnite, Dota Underlords და Clash Royale.

შეჯიბრების მთავარი პრიზი - საგზური მსოფლიო ჩემპიონატზე კიბერსპორტში, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 11-15 დეკემბერს გაიმართება. გამარჯვებულებს გუნდურ თამაშში Dota 2 და ფაიტინგის ჟანრის თამაშში Tekken 7 უფლება მიენიჭებათ საქართველოს სახელით მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზონ.

ახალგაზრდულმა რეგიონულმა ცენტრმა, რომლის მხარდაჭერითაც მიმდინარეობს ღონისძიება, უძლიერესი გეიმერებისთვის დააწესა დამატებითი პრიზი: აჭარის რეგიონის ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა გუნდი (14-დან 29 წლამდე) დაფინანსდება ევროპის ღია ჩემპიონატზე საასპარეზოდ.

ფესტივალ Black Sea Cup-ის ფარგლებში, რომელიც 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, ასევე გაიმართება 72-საათიანი  ჰაკათონი და კოსტუმირებული შოუ. ტურნირში მონაწილეობა და ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

58
თემები:
სპორტის ამბები (365)