ტოჩინოშინი

ქართველი სუმოისტი აკი ბაშოს ტურნირზე მეორედ დამარცხდა

57
როგორც ჩანს, ტრავმა ტოჩინოშინს ხელს უშლის, მთელი ძალით იბრძოლოს

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს შემოდგომის ტურნირზე ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

შეჯიბრების მეორე დღეს ტოჩინოშინმა გამარჯვება გაზაფხულის ბაშოს ტრიუმფატორ ასანოიამას დაუთმო.

პირველ დღეს გორგაძე მაეგასირა იტინოძოსთან დამარცხდა. ტოჩინოშინის ასეთი წარუმატებელი სტარტი, როგორც ჩანს, სპორტსმენის ტრავმებს უკავშირდება. მარცხენა მხარისა და მარჯვენა მუხლის დაზიანების გამო ქართველი ოძეკი იძულებული გახდა, ივლისის ნაგოი ბაშოს ტურნირიდან გამოთიშულიყო. ტრავმები ქართველ სუმოისტს მთელი ძალით ბრძოლაში უშლის ხელს.

აკი ბაშოს მესამე დღეს გორგაძე აღმოსავლეთის პირველ მაეგასირას – ხოკუტოფუძის შეხვდება. ეს იქნება მეტოქეების მეშვიდე შერკინება. დღემდე პირადი შეხვედრების ანგარიში ფრეა – 3:3.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინს აუცილებლად სჭირდება დადებითი ბალანსი ანუ რვა გამარჯვება 15 შეხვედრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ოძეკის წოდებას დაკარგავს.

აკი ბაშო ტოკიოში 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.

57
თემები:
სპორტის ამბები (365)