თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები – მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი

© AFP 2024 / JACK GUEZვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახეთში მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ის სპორტსმენები დაასახელა, რომლებიც ნურსულთანში მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყანას წარადგენენ. ინფორმაცია ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

ყაზახეთში საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა ორი ტიტულოვანი სპორტსმენი: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი.

© photo: GeoWrestling / FBთავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები – მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი - Sputnik საქართველო
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ოთარ გოგავა (-57 კგ)

ბექა ლომთაძე (-61 კგ)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65 კგ)

ზურაბ იაკობაშვილი (-70 კგ)

ავთო კენჭაძე (-74 კგ)

ნიკა კენჭაძე (-79 კგ)

სანდრო ამირანაშვილი (-86 კგ)

ირაკლი მწითური (-92 კგ)

ელიზბარ ოდიკაძე (-97 კგ)

გენო პეტრიაშვილი (-125 კგ).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ასევე აღსანიშნავია სანდრო ამირანაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორები (ერთხელ) გახდნენ და რამდენჯერმე მოიპოვეს ჯილდოები კონტინენტის პირველობებზე.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების დაჯილდოება ბუდაპეშტში - Sputnik საქართველო
საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი მედალი მოიპოვა

ბევრი სპეციალისტის აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტია.

ჩემპიონატის მედლებთან ერთად ტურნირზე გათამაშდება 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები ექვს წონით კატეგორიაში: -57, -65, -74, -86, -97 და -125 კგ.

ნურსულთანში მსოფლიო ჩემპიონატი 14-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. პირველი მედლები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მამაკაცებს შორის გათამაშდება, შემდეგ ხალიჩაზე ქალები გამოვლენ, მსოფლიო პირველობის პროგრამას კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0