თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამის აკადემიაში დღესვე სტარტი აიღო მაიას თასმა, სადაც ხუთი სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
აკადემია მაია ჩიბურდანიძემ პირადი სახსრებით გახსნა, სპორტული ინვენტარით კი ჭადრაკის ფედერაციამ აღჭურვა. იქ სწავლება ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ქალის საავტორო პროგრამით წარიმართება.
დღეს აკადემიის გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, თბილისის საკრებულოსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაია ჩიბურდანიძე ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის (1978-1991) და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებული – ხუთჯერ სსრკ-ის გუნდის შემადგენლობაში და ოთხჯერ – საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
1978 წელს ჩიბურდანიძე სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა, 1984 წელს კი გროსმაისტერი.
ქალთა შორის ოლიმპიადებზე გამარჯვებების რაოდენობით ჩიბურდანიძე მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილს ჩამორჩებ
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. ინფორმაციას გუნდის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გურამ კაშიამ ამერიკული „სან ხოსედან“ წამოსვლის შემდეგ ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი „ლოკომოტივთან“ ერთად გაატარა და ამხანაგურ შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა. 33 წლის ცენტრალურმა მცველმა „რკინიგზელებთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაშია თბილისელთა რიგებში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გავიარე; ვიყავი ესპანურ შეკრებაზე. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ კლუბს ოფიციალურად შევუერთდე. ახლა გუნდის სრულფასოვანი წევრი ვარ და მისი ნაწილი. იმედი მაქვს, წარმატების მიღწევაში ჩემს წვლილს შევიტან“, - განაცხადა გურამ კაშიამ.
გურამ კაშიამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. ცენტრალური მცველი „დინამოს“ ღირსებას 2006-2010 წლებში იცავდა და გუნდის მაისურით საქართველოს ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. კაშია 2010-18 წლებში არნემის „ვიტესში" გამოდიოდა, და იყო გუნდის კაპიტანი. გურამი „ვიტესთან" ერთად ნიდერლანდების თასის მფლობელი გახდა. ბოლო სამი სეზონი კი მცველმა MLS-ის „სან ხოსეში“ გაატარა.
თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ წყალბურთელები ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე უნგრეთის გუნდ „ფერენცვაროშთან“ ანგარიშით 4:11 დამარცხდნენ.
ფაქტობრივად, მატჩის ბედი პირველივე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც „დინამოელებმა“ 0:5 წააგეს. ამის შემდეგ დეან სტანოევიჩის აღსაზრდელებმა უკეთესი თამაში აჩვენეს და მესამე მონაკვეთიც კი მოიგეს (2:1), მაგრამ შეხვედრის საერთო სურათი ამან ვერ შეცვალა.
ქართული კლუბისთვის „ფერენცვაროშთან“ წაგება ტურნირზე მეოთხე გახდა. მანამდე „დინამოელებმა“ დაუთმეს იტალიურ „ბრეშიას“ (9:15), ესპანურ „ბარსელონეტას“ (5:17) და გერმანულ „ვასპოს“ (3:10). „დინამომ“ ერთადერთი მოგება მონტენეგროს „იადრანთან“ მოიპოვა (11:8).
ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირზე „დინამოს“ კიდევ ორი მატჩი აქვს ჩასატარებელი - „ბრეშიასთამ“ (4 მარტს) და „ბარსელონეტასთან“ (5 მარტს).
მომდევნო ეტაპზე, მერვედფინალში თითოეული ჯგუფიდან ოთხ-ოთხი გუნდი გადის. ამჟამად „დინამო“ В ჯგუფში ბოლო, მეექვსე ადგილს იკავებს.
ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციაზე ლოზუნგით Freedom for Fox - „თავისუფლება „მელიას“ მონაწილეებმა ნარინჯისფერი ნიღბები გაიკეთეს შესაბამისი სიმბოლიკით.
თავდაპირველად დემონსტრანტები თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ ავტოკოლონით რუსთავისკენ გაემართნენ, სადაც ადგილობრივ ციხეში იმყოფება ნიკა მელია. მხარდამჭერები მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.
აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. ავტოგადარბენაში 60-ზე მეტი ავტომობილი მონაწილეობდა.