საქართველოს ფეხბურთის ნაკრები. მატჩი დანიასთან

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან მატჩი ფრედ დაასრულა

99
საქართველოს ნაკრებისთვის ეს ამხანაგური მატჩი იყო მომზადება დანიის წინააღმდეგ EURO-2020-სთვის შესარჩევი თამაშისთვის

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ფეხბურთის ეროვნულმა გუნდმა სტამბოლში ამხანაგური მატჩი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ფრედ 2:2 დაასრულა.

ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა შეხვედრის პირველი ნახევარი აქტიურად ჩაატარეს - მეტოქის კარის მისამართით 10 დარტყმა განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ზუსტი აღმოჩნდა - ტაიმის ბოლოს მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ პირველივე შეტევის დროს კორეელებმა ანგარიში გაათანაბრეს. ზუსტი დარტყმის ავტორი ფრანგული „ბორდოს“ შემტევი ვი ჩო ხვანი გახდა.

ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და ძირითადი მოვლენები ძირითადად მინდვრის შუაში ვითარდებოდა. თუმცა 85-ე წუთზე სამხრეთკორეელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს და იგივე ხვანმა დუბლი გააფორმა.

თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მოიკრიბეს ძალები და 90-ე წუთზე კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გიორგი ქვილითაიას ზუსტი პასი მისცა და ბელგიის „გენტის“ შემტევმა მატჩის საბოლოო ანგარიში დაამყარა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ამხანაგური მატჩი იყო მომზადება დანიის წინააღმდეგ EURO-2020-სთვის შესარჩევი თამაშისთვის, რომელიც თბილისში 8 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ოთხი ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სამი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ვაისის შეგირდები დამარცხდნენ შვეიცარიასთან (0:2), ირლანდიასთან (0:1) და დანიასთან (1:5) და მოიპოვეს მხოლოდ ერთი გამარჯვება გიბრალტართან (3:0).

99
თემები:
სპორტის ამბები (365)