მარიამ ბოლქვაძე

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ US Open-ზე სენსაცია მოახდინა

153
ქართველი ჩოგბურთელი მომდევნო შეხვედრას მსოფლიოს მესამე ჩოგანთან გამართავს

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე, რომელიც WTA-ს რეიტინგში 202-ე ადგილს იკავებს, US Open – „დიდი სლემის" სერიის ტურნირის მეორე წრეში გადავიდა. შეჯიბრება ნიუ-იორკში მიმდინარეობს.

პირველ წრეში ბოლქვაძემ სამ სეტში დაამარცხა ამერიკელი ბერნარდა პერა (69) – 6:3, 5:7, 6:4. მატჩი თითქმის ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა.

მატჩის განმავლობაში ბოლქვაძემ ექვსჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოთამაშემ გაცილებით სუფთად ითამაშა და მხოლოდ 48 არაიძულებითი შეცდომა დაუშვა, მისმა მოწინააღმდეგემ კი - 61.

მეორე წრეში ბოლქვაძე შეხვდება გაცილებით უფრო სერიოზულ მეტოქეს - ჩეხ კაროლინა პლიშკოვას, რომელსაც მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების სიაში მესამე ადგილი უკავია. პირველ წრეში პლიშკოვამ ორი სეტიდან 7:6, 7:6 დაამარცხა თავისი თანამემამულე ტერეზა მარტინცოვა.

ბოლქვაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელია, რომელიც 2014 წლის შემდეგ „დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში მოხვდა. ხუთი წლის წინ ეს სოფიო შაფათავამ „როლან გაროსზე" მოახერხა.

153
თემები:
სპორტის ამბები (405)