ქართველი ძიუდოისტები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩნენ

© Sputnik / STRINGERვაჟა მარგველაშვილი
ვაჟა მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნაკრებს აქტივში ჯერჯერობით ერთი ოქროს მედალი აქვს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს მედლების გარეშე დარჩა. შეჯიბრება ტოკიოში მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრებს 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში (მამაკაცები) წარმოადგენდნენ ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი. სამწუხაროდ, ორივე სპორტსმენმა გამოსვლა უკვე მესამე რაუნდში დაასრულა.

მარგველაშვილმა სამხრეთ კორეელ ლიმხვან კიმუსთან წააგო, ხოლო ნინიაშვილმა – მონღოლ ბასკხუ იონდონპერენლეისთან.

წარუმატებლად იასპარეზა ტურნირზე ერთადერთმა ქალმა საქართველოს ნაკრებიდან ტატიანა ლევიცკა-შუკვანმაც (-52 კგ). მან მეორე რაუნდში ტუი ნგუენთან (ვიეტნამი) წააგო.

საქართველოს ნაკრების აქტივში შეჯიბრების ორი დღის შემდეგ ოქროს ერთი მედალია – ის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა>>

შეჯიბრების მესამე დღეს იბრძოლებენ მამაკაცები 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. საქართველოს წარმოადგენს ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც მეორე რაუნდიდან იასპარეზებს. მისი მეტოქე იქნება ტიდიანე დიოპისა (სენეგალი) და კევინ კნოსტერის (ავსტრალია) წყვილში გამარჯვებული.

ყველა ახალი ამბავი
0