ცხრა ოქრო: ქართველი პოლიციელების გამარჯვება საერთაშორისო ტურნირში

© MIA of Georgiaშსს-ს თანამშრომლები
შსს-ს თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელებს ეძლევათ შანსი, თავი გამოსცადონ არმრესლინგში, კალათბურთში, კრივში, ველოსპორტსა და სპორტის სხვა სახეობებში.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქართველმა პოლიციელებმა ჩინეთში „პოლიციელებისა და მეხანძრეების მსოფლიო თამაშებში" (World Police and Fire Games), რომელიც 8-18 აგვისტოს ჩატარდა, ცხრა ოქროს მედალი მოიპოვეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც საფუძველი აშშ-ში ჩაეყარა, ორ წელიწადში ერთხელ 1985 წლიდან იმართება. შეჯიბრებაში მონაწილეობენ მოქმედი და გადამდგარი პოლიციელები და მეხანძრეები. ისინი ერთმანეთს სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში ეჯიბრებიან.

მართლწესრიგის ოფიცრები და შს მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
შსს-მ მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობაზე 100 ვაკანსია გამოაცხადა

კერძოდ, ტურნირის მონაწილეებს აქვთ შანსი, ძალები მოსინჯონ არმრესლინგში, ბოდიბილდინგში, კალათბურთში, კრივში, ველოსპორტში, ხელბურთში, ნიჩბოსნობაში, ცურვაში, რაგბიში, ფეხბურთში, ძიუდოსა და სპორტის სხვა სახეობებში.

წელს სპორტულ ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის 80 პოლიციელი და მაშველი მონაწილეობდა. საქართველო შსს შვიდმა თანამშრომელმა წარადგინა: გიორგი ჩიქოვანი, ილია ჯადუგიშვილი, მიხეილ ზარქუა, ვასილ მინდორაშვილი, თენგიზ ედილაშვილი, ბელდუხი გავაშელიშვილი და ადამურ არქანიანი.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გაიმარჯვა ყველა პოლიციელმა, ორი მათგანი კი ორგზის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მედია: პრემიერ-მინისტრის პოსტზე შესაძლოა გიორგი გახარია დაინიშნოს>>

გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, თანამშრომლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

„პოლიციელებისა და მეხანძრეების მსოფლიო თამაშების" მორიგი ტურნირი 2021 წელს ნიდერლანდებში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0