ეთერ ლიპარტელიანი

ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა ევროპის თასზე პირველი ადგილი აიღეს

81
(განახლებულია 09:44 13.08.2019)
ქალი ძიუდოისტებისგან განსხვავებით, შედარებით წარუმატებლად იასპარეზეს ვაჟებმა, რომლებმაც მხოლოდ ერთი მედლის აღება შეძლეს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გოგონებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის თასზე ექვსი მედალი მოიპოვეს. 

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ავიდნენ. ლიპარტელიანმა ფინალურ ბრძოლაში სერბი მარიკა პერიშიჩი დაამარცხა, ხოლო სომხიშვილმა უკრაინელ რუსლანა ბულავინას სძლია.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნატალია ყიფშიძემ (-48 კგ) და  მარიამ ჭანტურიამ (-70 კგкг), ხოლო ბრინჯაო  ნინო გულბანსა (-70 კგ) და სალომე მაკიშვილს (+78 კგ) ერგო.

შედეგად, საქართველოს ძიუდოსიტ ქალთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა რუმინეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე.

გოგონებისგან განსხვავებით, შედარებით წარუმატებლად იასპარეზეს ვაჟებმა, რომლებმაც მხოლოდ ერთი მედლის აღება შეძლეს. −81 წონით კატეგორიაში ევროპის თასის ვიცე−ჩემპიონი გიორგი შერაზადიშვილი გახდა.

ვაჟთა შორის ევროპის ტასის მფლობელი სარ~ერთო გუნდური ცათვლით რუმინელები გახდნენ, რომელთა ანგარიშზეც სამი ოქრო და ორი ბრინჯაოა.


 

81
თემები:
სპორტის ამბები (307)