წყალბურთი

ქართველების პირველი გამარჯვება - თბილისში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი ტარდება

51
(განახლებულია 13:15 12.08.2019)
ქართველმა წყალბურთელებმა რუმინეთის გუნდი ანგარიშით 12:10 დაამარცხეს

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

В ჯგუფის სადებიუტო მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა რუმინეთის გუნდი ანგარიშით 12:10 დაამარცხეს. ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა ლუკა გიორგაძე, რომელმაც მოწინააღმდეგის კარში ოთხი გოლი გაიტანა. თანაგუნდელს ერთი ბურთით ჩამორჩა ბესარიონ ახვლედიანი.

В ჯგუფის მეორე მატჩში ჩერნოგორიელებმა საბერძნეთის გუნდი ანგარიშით 8:4 დაამარცხეს.

ქართველი წყალბურთელები მომდევნო მატჩს 12 აგვისტოს ჩერნოგორიელთა წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

წყალბურთში U-17 ევროპის ჩემპიონატში ოთხ ჯგუფად დაყოფილი 16 გუნდი მონაწილეობს. თითოეული ჯგუფიდან გამარჯვებული ტურნირის მეოთხედფინალის საგზურს მიიღებს. მეოთხედფინალების დანარჩენი მონაწილეები კი იმ გუნდებს შორის განისაზღვრებიან, რომლებიც შესაბამის ჯგუფებში მეორე-მესამე ადგილებზე გავლენ.

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი 11-18 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.

51
თემები:
სპორტის ამბები (307)