პარლამენტიvsყვარელი: როგორ დასრულდა ამხანაგური მატჩი ყვარელში - ფოტოები

© photo: Parliament of Georgia / FBპარლამენტის საფეხბურთო გუნდი
პარლამენტის საფეხბურთო გუნდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის საფეხბურთო გუნდსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გუნდს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი ფრედ - 3:3 დასრულდა

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. პარლამენტის საფეხბურთო გუნდმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გამართა., იუწყება საქართველოს პარლამენტი.

პარლამენტის საფეხბურთო გუნდსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გუნდს შორის გამართული საფეხბურთო მატჩი, ფრედ - 3:3 დასრულდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტის პოპულარიზაცია. ფეხბურთი საქართველოში გამორჩეული სპორტის სახეობაა და მოხარული ვარ, რომ საშუალება გვეძლევა დღეს შევხვდეთ ადგილობრივებს. იმედი მაქვს გაგრძელდება ეს სპორტული ტრადიცია და ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ხშირად ჩადიან რეგიონებში.

„დღევანდელი ჩვენი ყვარელში სტუმრობაც ამ მიზანს ემსახურება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი სპორტული აქტივობების გამართვას პარლამენტის საფეხბურთო გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გეგმავს.

სპორტული ღონისძიების გამართვა ილიაობის დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც 2 აგვისტოს ყვარელში განსაკუთრებულად აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0