თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პირველი მედალი მოიპოვა

© photo: GeoWrestling / FB გიორგი ჩიხრაძე
გიორგი ჩიხრაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი მედალი კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყანას გიორგი ჩიხრაძემ მოუტანა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ჩიხრაძემ კადეტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი ამ დღეებში სოფიაში მიმდინარეობს.

ჩიხრაძე 110 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გადამწყვეტ ბრძოლაში რუსეთის წარმომადგენელ არსამაგ ზასეევთან დამარცხდა – 0:10.

ეს მედალი ამჟამინდელ მსოფლიო პირველობაზე საქართველოსთვის პირველია.

ტურნირის დასკვნით დღეს ქართველ მოჭიდავეებს კიდევ ორი ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი აქვთ. მესამე ადგილისთვის 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დავით აბდალაძე იბრძოლებს, რომელიც შეხვდება უკრაინელ ვიქტორ ტაშოხლოს, ხოლო 71 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დავით კუჭუაშვილი ალექსანდრ ფაკუნდოსა და ვიჯაი ვიჯაის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში კადეტთა შორის სოფიაში 31 აგვისტოს მთავრდება.

ყველა ახალი ამბავი
0