საქართველო ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარებისთვის იბრძოლებს

გამოწერა
საქართველო ასევე იმედოვნებს, რომ 2030 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური განაცხადი შეიტანა 2025 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ქვეყანაში ჩატარების შესახებ, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

ბაკურიანი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მომხრეა

„გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება… მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს და საზოგადოებას – როდესაც ქართველი ერი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", – განაცხადა პრემიერმა.

ახალგაზრდული ოლიმპიადის გარდა, საქართველო ასევე აპირებს განაცხადის შეტანას 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ქვეყანაში ჩატარების შესახებ. ამ ინიციატივით მთავრობამ უკვე მიმართა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 2018 წელს.

საქართველო ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად ემზადება>>

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სპეციალური ოლიმპიური თამაშებია 15-დან 18 წლამდე სპორტსმენებს შორის. ტარდება როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის თამაშები. იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ.

ყველა ახალი ამბავი
0