ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან-პრიზე ორი ოქრო მოიგეს

© photo: Sputnikბექა ღვინიაშვილი
ბექა ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალიც მოიპოვეს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ძიუდოში ზაგრების გრან-პრის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ).

ორივე ქართველმა ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელი სპორტსმენი დაჯაბნა. ღვინიაშვილმა სუფთა გამარჯვება მოიპოვა სანშირო მურაოზე, ხოლო ზაალიშვილმა ჰისაიოში ჰარასავას მოუგო.

ორი ოქროს გარდა ამ ტურნირზე ქართველებმა სპორტსმენებმა ტატო გრიგალაშვილმა (-81) და ლევან მათიაშვილმა (+100) ორი ბრინჯაოს მედალიც მოიგეს.

ამ შედეგით საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში მედლების მხრივ პირველი ადგილი დაიკავა და იაპონიასა და კანადას გაუსწრო.

ზაგრების გრან-პრი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნითი ეტაპი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი 25-31 აგვისტოს იაპონიაში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0