„ჩიხურა“ უეფას ევროპის ლიგაში შოტლანდიურ „აბერდინთან“ დაზავდა

© photo : FC Chikhura Sachkhere / FBსაჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები
საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპასუხო შეხვედრა შოტლანდიაში 1 აგვისტოს გაიმართება.

თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა საჩხერის „ჩიხურამ“ შოტლანდიურ „აბერდინთან“ შეხვედრა შინ ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა. მატჩი უეფას ვეროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის ფარგლებში გაიმართა.

მატჩის ბედი ორმა 11-მეტრიანმა დარტყმამ გადაწყვიტა. პირველ ტაიმში პენალტი რუმინელმა არბიტრმა „აბერდინის“ კარში დანიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ ზუსტად შეასრულა.

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები - Sputnik საქართველო
თბილისის „დინამო“ ევროპის ლიგაში გამარჯვებების სერიას აგრძელებს

მეორე ტაიმში შოტლანდიელებმა ტემპს მოუმატეს, რამაც „ჩიხურას“ საჯარიმოში წესების დარღვევა გამოიწვია, და სემ კოსგროვმა ძლიერი დარტყმით დინო ხაზმიჩის კარი აიღო.

დარჩენილ დროში მასპინძელს გამარჯვების შანსი ჰქონდა, მაგრამ „აბერდინის“ მეკარემ ძლივს, მაგრამ მოიგერია დეკანოსიძის დარტყმა. შედეგად ფრე 1:1, რომელიც შოტლანდიურ კლუბს ორრაუნდიანი დაპირისპირების ფავორიტად ხდის.

საპასუხო შეხვედრა „აბერდინსა“ და „ჩიხურას“ შორის 1 აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0