ქართველმა ძიუდოისტმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

© Sputnik / STRINGERტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტატო გრიგალაშვილმა ბუდაპეშტის გრან-პრიზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან-პრის გამარჯვებულია.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში გრიგალაშვილმა ბრაზილიელ ჟოაო მაკედას იპონით სუფთად მოუგო.

გრიგალაშვილისთვის, რომელიც მსოფლიო რეიტინგზე 35-ე ადგილს იკავებს, ბუდაპეშტში მიღწეული გამარჯვება გრან-პრის სერიის ტურნირებზე პირველი გახდა. მანამდე მან ორჯერ მოიპოვა ბრინჯაო - ანტალიის გრან-პრიზე (2018) და თბილისის გრან-პრიზე (2019).

სახილ ალახვერდოვი - Sputnik საქართველო
საქართველომ II ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა – შედეგები

საქართველოს ნაკრებისთვის ამჟამინდელ გრან-პრიზე ეს მედალი პირველი გახდა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს, დღეს მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება კიდევ ხუთი ქართველი ძიუდოისტი - ბექა ღვინიაშვილი და ავთო ჭრიკიშვილი (ორივე _90 კგ), გიორგი ბერიაშვილი (-100 კგ), გელა ზაალიშვილი და ონისე ბეგაძე (ორივე +100 კგ).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრები ბუდაპეშტში სრული შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი. მინსკში მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ძიუდოისტების უმრავლესობამ დამატებითი დასვენება დაიმსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0