ქართველი სუმოისტი ნაგოია ბაშოს გამოეთიშა

© photo: AFP 2020 / ZELLER FRANKლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო ტურნირზე ტიტულის შენარჩუნებისთვის ქართველმა მინიმუმ რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ამ დღეებში იაპონიაში მიმდინარე ნაგოია ბაშოს ივლისის ტურნირიდან მოიხსნა.

ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო
ლევან გორგაძე კვლავ არ არის ფორმაში - ზედიზედ მესამე წაგება ნაგოია ბაშოზე

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ტრავმები, რომლებმაც ტოჩინოშინს საშუალება არ მისცა სრული ძალით ებრძოლა. მიმდინარე ტურნირზე სპორტსმენმა ყველა, ხუთივე ორთაბრძოლა დათმო. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მოწინააღმდეგეები ქართველ ოძეკზე ობიექტურად სუსტები იყვნენ.

ბაშოს დაწყებამდე ექვსი დღით ადრე გორგაძემ მარცხენა მხარი დაიზიანა. თუმცა, მთავარი მიზეზი, რის გამოც მან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, მარჯვენა მუხლის ძველი ტრავმაა.

ნაგოია ბაშოში მონაწილეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ტოჩინოშინმა მის მწვრთნელ კასუგანოსთან ერთად დღეს გამართული დილის ვარჯიშის შემდეგ მიიღო.

ასე რომ, გორგაძეს შემოდგომის ტურნირის წინ ე.წ „კადობანში" ჩადგომა კიდევ ერთხელ მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დადებითი ბალანსის დაფიქსირება დასჭირდება, რათა ოძეკის ტიტული შეინარჩუნოს – მან 15 ორთაბრძოლაში მინიმუმ რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს.

ყველა ახალი ამბავი
0