„ჩიხურამ" ევროპის ლიგის მატჩში გაიმარჯვა

გამოწერა
საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის თბილისში 17 ივლისს გაიმართება.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საჩხერის საფეხბურთო კლუბმა „ჩიხურამ" უეფას ევროპის ლიგის გასვლით მატჩში გაიმარჯვა. მან ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ლუქსემბურგის „ფოლას" 2:1 მოუგო.

შეხვედრის ფავორიტებად მასპინძლები მიიჩნეოდნენ და მათ ასეთი სტატუსის გამართლება 22-ე წუთზე დაიწყეს – ანგარიში გახსნეს 11-მეტრიანი დარტყმით.

გოლის შემდეგაც, პირველ ტაიმში მასპინძლების უპირატესობა აშკარა იყო. თუმცა, შესვენების შემდეგ სამსონ ფრუიძის გუნდმა სულ სხვა ფეხბურთი აჩვენა. 59-ე წუთზე გოლი მეტოქის კარში მიხეილ სარდალაშვილმა გაიტანა.

ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე კი გიორგი კორიფაძემ 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ასე დაფიქსირდა საბოლოო ანგარიში – 2:1.

გუნდებს შორის საპასუხო თამაში 17 ივლისს თბილისის „დინამო არენაზე" გაიმართება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.

უეფას ევროპის ლიგა: ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთის „ორდაბასისთან“ დამარცხდა>>

„ჩიხურას" გარდა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ასევე მონაწილეობენ თბილისის „დინამო", რომელმაც ანდორის "ენგორდანი" 6:0 გაანადგურა, და ქუთაისის „ტორპედო", რომელმაც ყაზახეთის „ორდაბასისთან" 0:1 წააგო.

ყველა ახალი ამბავი
0